https://sputnik-georgia.com/20251220/eqim-giga-avalianis-mkvlelobis-saqmeze-kidev-ori-arasrulwlovani-daakaves-296279527.html
ექიმ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს
ექიმ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. 20.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-20T17:16+0400
2025-12-20T17:16+0400
2025-12-20T17:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. 28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.გამოძიების ვერსიით, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, 22:15 საათზე არასრულწლოვნები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო უკან გაჰყვნენ თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს.მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ორ პირი.ალექსანდრე გაბაშვილს ბრალდება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს წარდგენილი, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.გიორგი რიკაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული), რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ექიმ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს
პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. 28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, 22:15 საათზე არასრულწლოვნები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო უკან გაჰყვნენ თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს.
„დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ორ პირი.
ალექსანდრე გაბაშვილს ბრალდება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს წარდგენილი, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული), რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.