https://sputnik-georgia.com/20251220/dakavebulia-kaci-romelic-14-wlis-mozards-intimuri-sinaarsis-videoti-asanrajebda-296279886.html
დაკავებულია კაცი, რომელიც 14 წლის მოზარდს ინტიმური შინაარსის ვიდეოთი აშანტაჟებდა
დაკავებულია კაცი, რომელიც 14 წლის მოზარდს ინტიმური შინაარსის ვიდეოთი აშანტაჟებდა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. 20.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-20T16:10+0400
2025-12-20T16:10+0400
2025-12-20T17:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულს ბრალი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებ-შენახვასა და გამოყენებაში, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანს სწერდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა. ასევე მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 141 მუხლებით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
დაკავებულია კაცი, რომელიც 14 წლის მოზარდს ინტიმური შინაარსის ვიდეოთი აშანტაჟებდა
16:10 20.12.2025 (განახლებულია: 17:35 20.12.2025) უწყების ცნობით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებ-შენახვასა და გამოყენებაში, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანს სწერდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა. ასევე მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.
„ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 141 მუხლებით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.