https://sputnik-georgia.com/20251219/shromiti-migrantebis-problema-296246776.html
შრომითი მიგრანტების პრობლემა საქართველოსთვის აქტუალური გახდა - ვიდეო
შრომითი მიგრანტების პრობლემა საქართველოსთვის აქტუალური გახდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
სოციალურ მედიასა და თბილისის ქუჩებში სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზები „გადაგვიარეს“, „საიდან ხართ ამდენი?“ „ვინ გიშვებთ?“. ეს რეპლიკები ეხება იმ უცხოელებს... 19.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-19T11:31+0400
2025-12-19T11:31+0400
2025-12-19T11:30+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296262101_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_993839660d5d38d00cea51d036b0638d.jpg
ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ამის გამო შეიძლება სამუშაო ადგილი დაკარგონდა მათ ნაცვლად მიგრანტები დაასაქმონ. თუმცა, ყველაზე ხშირად მიგრანტები, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ცალკე ცხოვრობენ და ქმნიან საკუთარ ინფრასტრუქტურას - სილამაზის სალონებს, მაღააზიებს, კაფე-რესტორნებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს.საქართველომ სხვა ქვეყნებიდან ხალხის ასეთი დიდი ნაკადი თავისი სტაბილურობისა და ბიზნესგარემოს სიმარტივის წყალობით მიიზიდა. ქვეყანაში ბინადრობის ნებართვაც კი გაიცემოდა 100 ათასი დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში - მაგალითად, ბინის შესაძენად. ყოველივე ეს ბაზარზე კონკურენციის შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას ისახავდა მიზნად.თუმცა, დრო შეიცვალა და მიგრანტი მუშახელისთვის წესები უფრო მკაცრი გახდა. ახლა უვიზო რეჟიმი და შესაძლებლობა, დარჩნენ საქართველოში 365 დღე არ იძლევა ლეგალურად დასაქმების უფლებას - 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს დასასაქმებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.დასაქმების ნებართვის მიღება ასევე მოეთხოვებათ ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე განიხილება ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო უძრავი ქონების ღირებულების ზედა ზღვარის 150 ათას დოლარამდე გაზრდა. თუმცა, დრო გვიჩვენებს, ეს რამდენად იმოქმედებს ეს ეკონომიკაზე, ქვეყნიდან უცხოელების შესაძლო გადინებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296262101_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_3f170f57931ebc1f695e982a7b734635.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
შრომითი მიგრანტების პრობლემა საქართველოსთვის აქტუალური გახდა - ვიდეო
სოციალურ მედიასა და თბილისის ქუჩებში სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზები „გადაგვიარეს“, „საიდან ხართ ამდენი?“ „ვინ გიშვებთ?“. ეს რეპლიკები ეხება იმ უცხოელებს, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ თბილისში და აქ არიან დასაქმებული.
ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ამის გამო შეიძლება სამუშაო ადგილი დაკარგონდა მათ ნაცვლად მიგრანტები დაასაქმონ. თუმცა, ყველაზე ხშირად მიგრანტები, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ცალკე ცხოვრობენ და ქმნიან საკუთარ ინფრასტრუქტურას - სილამაზის სალონებს, მაღააზიებს, კაფე-რესტორნებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს.
საქართველომ სხვა ქვეყნებიდან ხალხის ასეთი დიდი ნაკადი თავისი სტაბილურობისა და ბიზნესგარემოს სიმარტივის წყალობით მიიზიდა. ქვეყანაში ბინადრობის ნებართვაც კი გაიცემოდა 100 ათასი დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში - მაგალითად, ბინის შესაძენად. ყოველივე ეს ბაზარზე კონკურენციის შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას ისახავდა მიზნად.
თუმცა, დრო შეიცვალა და მიგრანტი მუშახელისთვის წესები უფრო მკაცრი გახდა. ახლა უვიზო რეჟიმი და შესაძლებლობა, დარჩნენ საქართველოში 365 დღე არ იძლევა ლეგალურად დასაქმების უფლებას - 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს დასასაქმებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.
დასაქმების ნებართვის მიღება ასევე მოეთხოვებათ ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე განიხილება ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო უძრავი ქონების ღირებულების ზედა ზღვარის 150 ათას დოლარამდე გაზრდა. თუმცა, დრო გვიჩვენებს, ეს რამდენად იმოქმედებს ეს ეკონომიკაზე, ქვეყნიდან უცხოელების შესაძლო გადინებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.