https://sputnik-georgia.com/20251219/putini-ruseti-mzadaa-ukrainasi-konfliqti-msvidobianad-daasrulos-296273008.html
პუტინი: რუსეთი მზადაა უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად დაასრულოს
პუტინი: რუსეთი მზადაა უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად დაასრულოს
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი მართავს დიდ პრესკონფერენციას და პირდაპირ ხაზს, სადაც თითქმის სამი მილიონი მოქალაქის კითხვა შევიდა 19.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-19T22:16+0400
2025-12-19T22:16+0400
2025-12-20T02:16+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296265226_0:378:2970:2048_1920x0_80_0_0_0c741c21e37588b1e50c4a51b97c53bd.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. რუსეთი მზადაა და სურს უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანად დაასრულოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.„ჩვენ მზად ვართ და გვინდა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე.პუტინის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ 2024 წლის ივნისში მის მიერ დასახელებული პრინციპების საფუძველზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები.თუმცა, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე.„და ახლა კი, ფაქტობრივად, ისინი უარს ამბობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე“, - თქვა მან.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმიას გარანტირებულად მიაღწევს წარმატებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში წლის ბოლომდე, განაცხადა პუტინმა პარასკევს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პირდაპირი ჩართვისას.„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ვიხილავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი ჯარისკაცების შემდგომ წარმატებებს შეხების ხაზზე“, - თქვა პრეზიდენტმა.მან აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის მებრძოლებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ან მთლიანად გაათავისუფლეს ძირითადი დასახლებები მტრის შეიარაღებული ძალებისგან, ან მოაქციეს თავისი კონტროლის ქვეშ 50% ან მეტი.ასე მაგალითად, ქალაქი დიმიტროვი მთლიანად რუსული ჯარების ალყაშია. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ნახევარს ამჟამად რუსული არმიის ჯარები აკონტროლებენ.„დიმიტროვი მნიშვნელოვანი დასახლებაა, მნიშვნელოვანი პლაცდარმი, მთლიანად ალყაშია. ჩვენმა ჯარებმა, მე ვფიქრობ, რომ ქალაქის 50% უკვე აიღეს კონტროლის ქვეშ“, - თქვა პუტინმა.პრეზიდენტმა აღნიშნა „ვოსტოკის“ დაჯგუფების წარმატებული და სწრაფი წინსვლა, რომლის მებრძოლებიც დასახლებებს ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებენ.„ჩვენი კიდევ ერთი დაჯგუფება, „ვოსტოკი“, სწრაფად მიიწევს წინ ზაპოროჟიეს რეგიონში და ათავისუფლებს ერთ დასახლებას მეორის მიყოლებით“, - თქვა პუტინმა.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცოტა ხნის წინ შეატყობინეს სევერსკის აღების შესახებ. ქალაქის გათავისუფლება რუსულ ჯარებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო წინ წავიდნენ სლავიანსკისკენ.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სლავიანსკი, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა ამჟამად უკრაინის მთავარი გამაგრებული ტერიტორიებია.„კიევის რეჟიმმა ჯერ კიდევ მაშინ ააშენა, პრაქტიკულად ათი წელი აშენებდა სლავინსკის ან სლავიანსკის აგლომერაციაში გამაგრებულ ტერიტორიას. კრამატორსკი, კონსტანტინოვკა - ეს არის მთავარი გამაგრებული ტერიტორიები“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქალაქ კონსტანტინოვკას ნახევარზე მეტი გათავისუფლებულია. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსული არმია წლის ბოლომდე სრულად აიღებს კონტროლს ამ ქალაქზე.„ეჭვი არ მეპარება, რომ ბიჭები ამ ქალაქსაც აიღებენ“, - თქვა მან.კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთის არმიის წინაშე ასევე დგას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაჯგუფების განადგურების ამოცანა ოსკოლის მარცხენა ნაპირზე, რათა შესაძლებელი გახდეს დასავლეთ მიმართულებით შემდგომი წინსვლა.„ჩვენი ჯარები აკონტროლებენ ქალაქს, მაგრამ ჯერ არ მიიწევენ დასავლეთისკენ, რადგან მათ წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - ოსკოლის მარცხენა ნაპირზე დაჯგუფების განადგურება და კიდევ ერთი ქალაქის - საკვანძო სადგურის, არსებითად კუპიანსკ-უზლოვაიას აღება“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.პუტინმა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა რუსეთის არმიის მიერ კრასნოარმეისკის აღებას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ამ ქალაქის, სულ მცირე, ნაწილის დაბრუნებას, მაგრამ წარუმატებლად და ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.„(უკრაინის მხრიდან - Sputnik) ხორციელდება მცდელობები, რომ კრასნოარმეისკის, სულ მცირე, ნაწილის დაბრუნება მოხდეს, მაგრამ უშედეგოდ. მტერი აქ მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის და ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები წლის ბოლომდე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296265226_103:0:2834:2048_1920x0_80_0_0_edaf84d1a8621465fa6ff7d760a1fa0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი
პუტინი: რუსეთი მზადაა უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად დაასრულოს
22:16 19.12.2025 (განახლებულია: 02:16 20.12.2025) რუსეთის პრეზიდენტი მართავს დიდ პრესკონფერენციას და პირდაპირ ხაზს, სადაც თითქმის სამი მილიონი მოქალაქის კითხვა შევიდა
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. რუსეთი მზადაა და სურს უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანად დაასრულოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენ მზად ვართ და გვინდა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ 2024 წლის ივნისში მის მიერ დასახელებული პრინციპების საფუძველზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები.
თუმცა, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე.
„და ახლა კი, ფაქტობრივად, ისინი უარს ამბობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე“, - თქვა მან.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმიას გარანტირებულად მიაღწევს წარმატებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში წლის ბოლომდე, განაცხადა პუტინმა პარასკევს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პირდაპირი ჩართვისას.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ვიხილავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი ჯარისკაცების შემდგომ წარმატებებს შეხების ხაზზე“, - თქვა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის მებრძოლებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ან მთლიანად გაათავისუფლეს ძირითადი დასახლებები მტრის შეიარაღებული ძალებისგან, ან მოაქციეს თავისი კონტროლის ქვეშ 50% ან მეტი.
ასე მაგალითად, ქალაქი დიმიტროვი მთლიანად რუსული ჯარების ალყაშია. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ნახევარს ამჟამად რუსული არმიის ჯარები აკონტროლებენ.
„დიმიტროვი მნიშვნელოვანი დასახლებაა, მნიშვნელოვანი პლაცდარმი, მთლიანად ალყაშია. ჩვენმა ჯარებმა, მე ვფიქრობ, რომ ქალაქის 50% უკვე აიღეს კონტროლის ქვეშ“, - თქვა პუტინმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა „ვოსტოკის“ დაჯგუფების წარმატებული და სწრაფი წინსვლა, რომლის მებრძოლებიც დასახლებებს ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებენ.
„ჩვენი კიდევ ერთი დაჯგუფება, „ვოსტოკი“, სწრაფად მიიწევს წინ ზაპოროჟიეს რეგიონში და ათავისუფლებს ერთ დასახლებას მეორის მიყოლებით“, - თქვა პუტინმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცოტა ხნის წინ შეატყობინეს სევერსკის აღების შესახებ. ქალაქის გათავისუფლება რუსულ ჯარებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო წინ წავიდნენ სლავიანსკისკენ.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სლავიანსკი, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა ამჟამად უკრაინის მთავარი გამაგრებული ტერიტორიებია.
„კიევის რეჟიმმა ჯერ კიდევ მაშინ ააშენა, პრაქტიკულად ათი წელი აშენებდა სლავინსკის ან სლავიანსკის აგლომერაციაში გამაგრებულ ტერიტორიას. კრამატორსკი, კონსტანტინოვკა - ეს არის მთავარი გამაგრებული ტერიტორიები“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქალაქ კონსტანტინოვკას ნახევარზე მეტი გათავისუფლებულია. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსული არმია წლის ბოლომდე სრულად აიღებს კონტროლს ამ ქალაქზე.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ბიჭები ამ ქალაქსაც აიღებენ“, - თქვა მან.
კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთის არმიის წინაშე ასევე დგას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაჯგუფების განადგურების ამოცანა ოსკოლის მარცხენა ნაპირზე, რათა შესაძლებელი გახდეს დასავლეთ მიმართულებით შემდგომი წინსვლა.
„ჩვენი ჯარები აკონტროლებენ ქალაქს, მაგრამ ჯერ არ მიიწევენ დასავლეთისკენ, რადგან მათ წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - ოსკოლის მარცხენა ნაპირზე დაჯგუფების განადგურება და კიდევ ერთი ქალაქის - საკვანძო სადგურის, არსებითად კუპიანსკ-უზლოვაიას აღება“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა რუსეთის არმიის მიერ კრასნოარმეისკის აღებას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ამ ქალაქის, სულ მცირე, ნაწილის დაბრუნებას, მაგრამ წარუმატებლად და ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
„(უკრაინის მხრიდან - Sputnik) ხორციელდება მცდელობები, რომ კრასნოარმეისკის, სულ მცირე, ნაწილის დაბრუნება მოხდეს, მაგრამ უშედეგოდ. მტერი აქ მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის და ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები წლის ბოლომდე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.