https://sputnik-georgia.com/20251219/putini-axali-svos-s-catareba-rusetisadmi-pativixcemaze-iqneba-damokidebuli-296272760.html
პუტინი: ახალი „სვო“-ს ჩატარება რუსეთისადმი პატივისცემაზე იქნება დამოკიდებული
პუტინი: ახალი „სვო“-ს ჩატარება რუსეთისადმი პატივისცემაზე იქნება დამოკიდებული
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ჩამოთვალა პუნქტები, რომლებზეც ახალი სამხედრო სპეციალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა იქნება დამოკიდებული 19.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-19T21:11+0400
2025-12-19T21:11+0400
2025-12-20T01:41+0400
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296270046_0:0:3025:1702_1920x0_80_0_0_7f28ae64301db8616f5e1fb296a3b0e7.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები არ იქნება, თუ დასავლეთი რუსეთს პატივისცემით მოეპყრობა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პირდაპირი ჩართვისას.მან განმარტა, რომ დასავლეთმა პატივი უნდა სცეს რუსეთის ინტერესებს, ისევე როგორც რუსეთი მუდმივად ცდილობდა დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებას. პუტინის თქმით, ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები არ იქნება, თუ დასავლეთი შეწყვეტს რუსეთის „მოტყუებას“, როგორც ეს მოხდა ნატოს გაფართოების საკითხში.„გვითხრეს, რომ ნატოს აღმოსავლეთისკენ მოძრაობა არ იქნება, ერთი მტკაველითაც კი. ეს პირდაპირი ციტატაა. და რა? როგორც ჩვენთან იტყვიან, გადაგვაგდეს“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო აგრძელებს თავისი შეტევითი ძალების გაძლიერებას და მოდერნიზაციას, მათ შორის ახალი ტიპის შეიარაღების შემუშავებასა და განლაგებას, მათ შორის კოსმოსისთვის განკუთვნილი იარაღის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/13/296270046_294:0:3025:2048_1920x0_80_0_0_b33a861ba00188d6e80b0e11e1c2bb6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი
პუტინი: ახალი „სვო“-ს ჩატარება რუსეთისადმი პატივისცემაზე იქნება დამოკიდებული
21:11 19.12.2025 (განახლებულია: 01:41 20.12.2025) რუსეთის პრეზიდენტმა ჩამოთვალა პუნქტები, რომლებზეც ახალი სამხედრო სპეციალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა იქნება დამოკიდებული
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები არ იქნება, თუ დასავლეთი რუსეთს პატივისცემით მოეპყრობა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პირდაპირი ჩართვისას.
„თქვენ კითხულობთ, იქნება თუ არა ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები? არავითარი ოპერაციები არ იქნება, თუ პატივისცემით მოგვექცევით ჩვენ“, - უპასუხა რუსეთის ლიდერმა კითხვას.
მან განმარტა, რომ დასავლეთმა პატივი უნდა სცეს რუსეთის ინტერესებს, ისევე როგორც რუსეთი მუდმივად ცდილობდა დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებას. პუტინის თქმით, ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები არ იქნება, თუ დასავლეთი შეწყვეტს რუსეთის „მოტყუებას“, როგორც ეს მოხდა ნატოს გაფართოების საკითხში.
„გვითხრეს, რომ ნატოს აღმოსავლეთისკენ მოძრაობა არ იქნება, ერთი მტკაველითაც კი. ეს პირდაპირი ციტატაა. და რა? როგორც ჩვენთან იტყვიან, გადაგვაგდეს“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.
მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო აგრძელებს თავისი შეტევითი ძალების გაძლიერებას და მოდერნიზაციას, მათ შორის ახალი ტიპის შეიარაღების შემუშავებასა და განლაგებას, მათ შორის კოსმოსისთვის განკუთვნილი იარაღის.