https://sputnik-georgia.com/20251218/xelisufleba-bibisis-winaarmdeg-rodis-iqneba-mzad-sacivari-296258737.html
ხელისუფლება ВВС-ს წინააღმდეგ: როდის იქნება მზად საჩივარი
ხელისუფლება ВВС-ს წინააღმდეგ: როდის იქნება მზად საჩივარი
Sputnik საქართველო
ხელისუფლება ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამხილოს ის „საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი... 18.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-18T23:07+0400
2025-12-18T23:07+0400
2025-12-19T01:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287940602_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_27864111799b13332d70cc1895612383.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სწავლობს ბრიტანულ კანონმდებლობას, რათა სარჩელი შეიტანოს ბრიტანული მაუწყებლის BCC-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. სუსის მიერ ჩატარებული გამოძიებით კი, შსს-ს არ შეუძენია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომობენზილციანიდი, იგივე „კამიტი“ (აკრძალული ქიმიური ნივთიერება - რედ.).მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რათა არ მოხდეს ისეთი პროცედურული დარღვევა, რომელიც საჩივარს რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა.სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნებიBBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისში იარაღის სამალავის საქმეზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287940602_208:0:2939:2048_1920x0_80_0_0_535f509c44c57c3e8bd5c1f0d876cf17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ხელისუფლება ВВС-ს წინააღმდეგ: როდის იქნება მზად საჩივარი
23:07 18.12.2025 (განახლებულია: 01:08 19.12.2025) ხელისუფლება ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამხილოს ის „საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი“, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სწავლობს ბრიტანულ კანონმდებლობას, რათა სარჩელი შეიტანოს ბრიტანული მაუწყებლის BCC-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. სუსის მიერ ჩატარებული გამოძიებით კი, შსს-ს არ შეუძენია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომობენზილციანიდი, იგივე „კამიტი“ (აკრძალული ქიმიური ნივთიერება - რედ.).
„ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვამხილოთ ის საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. ამიტომ, ამ პროცესში მომზადებული უნდა შევიდეთ, რათა შესაბამის შედეგს მივაღწიოთ. ამაზე იურისტები მუშაობენ, რაც საჭიროა პროცედურის დასაწყებად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რათა არ მოხდეს ისეთი პროცედურული დარღვევა, რომელიც საჩივარს რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისში იარაღის სამალავის საქმეზე.