როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2025
გამოწერა
სინოპტიკოსებმა უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნეს.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. უახლოეს დღეეში, 19-22 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 14-16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5-7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 7-9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 6- 8 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0