https://sputnik-georgia.com/20251218/moskovi-amerikul-mxarestan-kontaqtebistvis-emzadeba-peskovi-296259064.html
მოსკოვი ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ემზადება - პესკოვი
მოსკოვი ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ემზადება - პესკოვი
Sputnik საქართველო
ნოემბერში ვაშინგტონმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ განაცხადა, ხოლო დეკემბერში ამერიკულმა მხარემ ამ საკითხზე მოლაპარაკებები... 18.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-18T21:57+0400
2025-12-18T21:57+0400
2025-12-19T01:37+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264020932_0:198:2939:1851_1920x0_80_0_0_6abcb322ce294a25b8e98964d8cefa72.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი ვაშინგტონთან კონტაქტებისთვის ემზადება, რათა მიიღოს ინფორმაცია უკრაინელებთან და ევროპელებთან ამერიკელების მუშაობის შედეგების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათ -კვირას მაიამიში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების თემაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.ნოემბერში აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა მოამზადა, დოკუმენტი პრეზიდენტმა ტრამპმაც მოიწონა. მედიის ცნობით, თავდაპირველად იგი 28 პუნქტისგან შედგებოდა, ერთ-ერთი პუნქტი კი ტერიტორიულ საკითხს ეხებოდა.აღნიშნული გეგმა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ 2 დეკემბერს განიხილა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა კრემლში ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრემლში განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა კონსტრუქციული იყო.გასულ კვირას და ორშაბათს ბერლინში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. დიალოგში უიტკოფმა, კუშნერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.უიტკოფმა მოგვიანებით განაცხადა პროგრესის შესახებ, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინისთვის გარანტიების მიცემისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც კონფლიქტის მოგვარებისთვის მიმართავენ.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264020932_105:0:2834:2047_1920x0_80_0_0_0878cc196c40babf42f08b1aa1affc73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
მოსკოვი ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ემზადება - პესკოვი
21:57 18.12.2025 (განახლებულია: 01:37 19.12.2025) ნოემბერში ვაშინგტონმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმის შემუშავების შესახებ განაცხადა, ხოლო დეკემბერში ამერიკულმა მხარემ ამ საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთთან და უკრაინასთან გამართა.
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი ვაშინგტონთან კონტაქტებისთვის ემზადება, რათა მიიღოს ინფორმაცია უკრაინელებთან და ევროპელებთან ამერიკელების მუშაობის შედეგების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ამერიკელ კოლეგებთან გარკვეულ კონტაქტებს ნამდვილად ვამზადებთ, რათა ამერიკელების მიერ ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათ -კვირას მაიამიში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების თემაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
ნოემბერში აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა მოამზადა, დოკუმენტი პრეზიდენტმა ტრამპმაც მოიწონა. მედიის ცნობით, თავდაპირველად იგი 28 პუნქტისგან შედგებოდა, ერთ-ერთი პუნქტი კი ტერიტორიულ საკითხს ეხებოდა.
აღნიშნული გეგმა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ 2 დეკემბერს განიხილა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა კრემლში ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრემლში განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
გასულ კვირას და ორშაბათს ბერლინში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. დიალოგში უიტკოფმა, კუშნერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.
უიტკოფმა მოგვიანებით განაცხადა პროგრესის შესახებ, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინისთვის გარანტიების მიცემისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც კონფლიქტის მოგვარებისთვის მიმართავენ.