https://sputnik-georgia.com/20251218/kompania-aiplusi-momxmarebelta-uflebebis-darrvevasi-amxiles-296252898.html
კომპანია „აიპლიუსი" მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ამხილეს
კომპანია „აიპლიუსი" მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ამხილეს
Sputnik საქართველო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები. 18.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-18T15:41+0400
2025-12-18T15:41+0400
2025-12-18T15:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23814/01/238140181_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_22158091275d04f474e77c0c1377f14e.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კომპანია „აიპლიუსის" (iPlus) მიერ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მომართა ორმა განმცხადებელმა, რომელთა მოთხოვნაც შეეხებოდა "აიპლიუსის" მიერ, კანონით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურებისა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევებს. სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ შესაბამისი კანონმდებლობა მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვრასაც ავალდებულებს. კერძოდ, ნაკლის მქონე საქონლი მოვაჭრემ უსასყიდლოდ და გონივრულ ვადაში უნდა შეცვალოს ან შეაკეთოს, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23814/01/238140181_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_608f6f9ce6a1d64970c9a3ed3f7773ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, კომპანიების ახალი ამბები
კომპანია „აიპლიუსი" მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ამხილეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კომპანია „აიპლიუსის" (iPlus) მიერ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მომართა ორმა განმცხადებელმა, რომელთა მოთხოვნაც შეეხებოდა "აიპლიუსის" მიერ, კანონით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურებისა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევებს.
"მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გადასცეს ისეთი საქონელი, რომელიც შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ შორის, თვისებებს, ხარისხსა და ფუნქციურ მახასიათებლებს. განსახილველ შემთხვევაში კი, მოვაჭრის მიერ, სახელშეკრულებო ვალდებულება სათანადოდ არ შესრულდა და მის მიერ გადაცემული პროდუქტი ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ შესაბამისი კანონმდებლობა მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვრასაც ავალდებულებს. კერძოდ, ნაკლის მქონე საქონლი მოვაჭრემ უსასყიდლოდ და გონივრულ ვადაში უნდა შეცვალოს ან შეაკეთოს, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.