https://sputnik-georgia.com/20251218/evrokavsiri-saqartvelos-mtavrobaze-nawyenia-mmartveli-partiis-deputati-296255068.html
ევროკავშირი საქართველოს მთავრობაზე ნაწყენია - მმართველი პარტიის დეპუტატი
ევროკავშირი საქართველოს მთავრობაზე ნაწყენია - მმართველი პარტიის დეპუტატი
Sputnik საქართველო
ევროპის საბჭომ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც... 18.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-18T17:46+0400
2025-12-18T17:46+0400
2025-12-18T17:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22950/44/229504489_245:0:1280:582_1920x0_80_0_0_09556e30fb32768ce25d4994ce4d3fba.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის გაფრთხილება მიუთითებს, რომ ევროკავშირი განაწყენებულია საქართველოს მთავრობაზე, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.როგორც ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“.როგორც მან აღნიშნა, ის საკითხები, რაზეც საქართველო ბოლო ორი წელია საუბრობს, თავად ევროკავშირშიც აწუხებთ, მათ შორის, დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი.რა წერია განცხადებაშისაბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ.„საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“, - ნათქვამია დოკუმენტში.საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროვება.„საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.„შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა, ვიდრე ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად.საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22950/44/229504489_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_9cf1a8ce9d7a49be4b571a1268705d65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ევროკავშირი საქართველოს მთავრობაზე ნაწყენია - მმართველი პარტიის დეპუტატი
ევროპის საბჭომ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს ეწინააღმდეგება.
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის გაფრთხილება მიუთითებს, რომ ევროკავშირი განაწყენებულია საქართველოს მთავრობაზე, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
როგორც ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“.
„ისინი ნაწყენები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ პრაგმატული, თანმიმდევრული და საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკით დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და საქართველო არ წაჰყვა მათ ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანას მიიყვანდა დაღუპვამდე”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
როგორც მან აღნიშნა, ის საკითხები, რაზეც საქართველო ბოლო ორი წელია საუბრობს, თავად ევროკავშირშიც აწუხებთ, მათ შორის, დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი.
საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“, - ნათქვამია დოკუმენტში.
საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროვება.
„საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
„შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა, ვიდრე ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად.
საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.
საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან.