https://sputnik-georgia.com/20251217/taqsis-mzgolebs-jarimebs-chamoaweren-296241003.html
ტაქსის მძღოლებს ჯარიმებს ჩამოაწერენ: კანონი უკვე მიღებულია
ტაქსის მძღოლებს ჯარიმებს ჩამოაწერენ: კანონი უკვე მიღებულია
Sputnik საქართველო
საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა. 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T18:29+0400
2025-12-17T18:29+0400
2025-12-17T18:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259739301_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_60a674e23b5e8ba8ad37f6006c818f30.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, ჯარიმები და საურავები ჩამოეწერებათ - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. კერძოდ, საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა. ტაქსის მძღოლები ასევე გათავისუფლდებიან ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან. კანონპროექტი პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ტაქსის რეფორმა ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო და ის სამ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - A და B. А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი. В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით. მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია ჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არაა მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259739301_117:0:2848:2048_1920x0_80_0_0_7730cdf4c8691362d116ac9a575bb732.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ტაქსის მძღოლებს ჯარიმებს ჩამოაწერენ: კანონი უკვე მიღებულია
საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, ჯარიმები და საურავები ჩამოეწერებათ - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.
კერძოდ, საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა.
ტაქსის მძღოლები ასევე გათავისუფლდებიან ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან.
კანონპროექტი პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო და ის სამ ეტაპად განხორციელდა.
პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - A და B.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია ჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არაა მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარია.