https://sputnik-georgia.com/20251217/sazkvebis-obieqtebshi-kontroli-ganxorcielda-296235879.html
წელს სახელმწიფო კონტროლი 7 ათასამდე კვების ობიექტში ჩატარდა - გამოვლინდა 1600-მდე დარღვევა
წელს სახელმწიფო კონტროლი 7 ათასამდე კვების ობიექტში ჩატარდა - გამოვლინდა 1600-მდე დარღვევა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, სეზონურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მრავლად არიან ტურისტები. 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T12:13+0400
2025-12-17T12:13+0400
2025-12-17T12:13+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251327525_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_54f2bf255f8524059715fc88148b3200.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი 7 ათასამდე საზკვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1,6 ათასამდე სამართალდარღვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმება მთელი წლის მანძილზე ხორციელდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კი ზამთრის კურორტებზე არსებული საზკვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლი აქტიურდება. ამ დროისთვის სააგენტოს სპეციალისტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურსა და ფასანაურში მდებარე ობიექტებს ამოწმებენ, სადაც ზამთარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად და საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251327525_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_e688e987d927f211de290592ba39196a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
წელს სახელმწიფო კონტროლი 7 ათასამდე კვების ობიექტში ჩატარდა - გამოვლინდა 1600-მდე დარღვევა
უწყების ცნობით, სეზონურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მრავლად არიან ტურისტები.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი 7 ათასამდე საზკვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1,6 ათასამდე სამართალდარღვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმება მთელი წლის მანძილზე ხორციელდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კი ზამთრის კურორტებზე არსებული საზკვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლი აქტიურდება.
„ობიექტების უმრავლესობა მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ უცხოელთა მიერ მოწყობილი საზოგადოებრივი კვების ობიექტების ნაწილი, რომლებიც გასულ წლებში არერთხელ მოექცნენ სანქციების ქვეშ, დღეს გამართულად და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ფუნქციონირებენ“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი შიოლაშვილმა.
ამ დროისთვის სააგენტოს სპეციალისტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურსა და ფასანაურში მდებარე ობიექტებს ამოწმებენ, სადაც ზამთარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.
„სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ნედლეულისა და მზა სურსათის შენახვის, დამზადებისა და რეალიზაციის სათანადო პირობები, ვადები, ეტიკეტირება, ჰასპის დანერგვა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც ბიზნესოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად და საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.