https://sputnik-georgia.com/20251217/ramdni-tanxa-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-statistika-296217628.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს. 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T11:00+0400
2025-12-17T11:00+0400
2025-12-17T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 17დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა და 3.308,5 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.2025 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 424,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ნოემბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა.ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის ნოემბერში 11,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 298,4 მლნ დოლარი შეადგინა.2025 წლის ნოემბერში რუსეთიდან 38,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,3%-ით მეტია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშინოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,3%-ით მეტია.2025 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში 379,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით10,5%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
თბილისი, 17დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა და 3.308,5 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2025 წლის იანვარი–ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 618,6 | 19,7 |
იტალია | 562,4 | 9,2 |
რუსეთი | 424,2 | -17,9 |
გერმანია | 288,7 | 18,4 |
საბერძნეთი | 266,0 | 11,4 |
2025 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 424,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ნოემბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის ნოემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 57,8 | 15,6 |
იტალია | 50,3 | 11,4 |
რუსეთი | 38,5 | 29,3 |
გერმანია | 27,5 | 15,7 |
საბერძნეთი | 24,7 | 15,0 |
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის ნოემბერში 11,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 298,4 მლნ დოლარი შეადგინა.
2025 წლის ნოემბერში რუსეთიდან 38,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,3%-ით მეტია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,3%-ით მეტია.
2025 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში 379,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით10,5%-ით მეტია.