https://sputnik-georgia.com/20251217/kobaxidze-azerbaijanidan-navtobproduqtebis-tranzitze-296244553.html
მოლაპარაკებების საგანი: საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების ტრანზიტზე
მოლაპარაკებების საგანი: საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების ტრანზიტზე
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების შესაძლო ტრანზიტის საფასურად ტონაზე 92 დოლარი... 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T20:07+0400
2025-12-17T20:07+0400
2025-12-17T20:07+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების ტრანზიტის ორგანიზების საბოლოო ვარიანტი მოლაპარაკებების საგანია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთჯერადად და უფასოდ უზრუნველყოფდა ნავთობის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან მისი ტერიტორიის გავლით სომხეთში, რითაც გამოეხმაურა აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს საწვავის აზერბაიჯანიდან სომხეთში რკინიგზით მიწოდებას ხელს „სატარიფო ბარიერები უშლის“.როგორც კობახიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში ჰქონდა მეგობრული შეხვედრა.მანამდე, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ 111-კილომეტრიანი მარშრუტით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის შესაძლო ტრანზიტისთვის ტონაზე 92 დოლარის საფასური მოითხოვა, რაც ტონა-კილომეტრზე 0,82 დოლარის ეკვივალენტურია.აზერბაიჯანში მსგავსი ტვირთის 680 კილომეტრი სიგრძის მარშრუტით (იალამიდან ბოიუკ კესიკამდე) გადაზიდვა 17 დოლარი ღირს, რაც შეადგენს 0,02 დოლარს ტონა-კილომეტრზე. ეს ტარიფი საქართველოს შეთავაზებაზე 40-ჯერ დაბალია.პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა სამხრეთის გაზის დერეფნის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მიღწეული იქნება ორივე მხარისთვის საინტერესო შეთანხმება, აღნიშნა კობახიძემ.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
მოლაპარაკებების საგანი: საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების ტრანზიტზე
აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების შესაძლო ტრანზიტის საფასურად ტონაზე 92 დოლარი მოითხოვა.
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების ტრანზიტის ორგანიზების საბოლოო ვარიანტი მოლაპარაკებების საგანია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთჯერადად და უფასოდ უზრუნველყოფდა ნავთობის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან მისი ტერიტორიის გავლით სომხეთში, რითაც გამოეხმაურა აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს საწვავის აზერბაიჯანიდან სომხეთში რკინიგზით მიწოდებას ხელს „სატარიფო ბარიერები უშლის“.
„ჩვენთვის აბსოლუტურად მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული მხარის ინტერესები, ასევე სომხური მხარის ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში ჰქონდა მეგობრული შეხვედრა.
„ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა“, - დასძინა პრემიერმა.
მანამდე, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ 111-კილომეტრიანი მარშრუტით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობის შესაძლო ტრანზიტისთვის ტონაზე 92 დოლარის საფასური მოითხოვა, რაც ტონა-კილომეტრზე 0,82 დოლარის ეკვივალენტურია.
აზერბაიჯანში მსგავსი ტვირთის 680 კილომეტრი სიგრძის მარშრუტით (იალამიდან ბოიუკ კესიკამდე) გადაზიდვა 17 დოლარი ღირს, რაც შეადგენს 0,02 დოლარს ტონა-კილომეტრზე. ეს ტარიფი საქართველოს შეთავაზებაზე 40-ჯერ დაბალია.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა სამხრეთის გაზის დერეფნის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მიღწეული იქნება ორივე მხარისთვის საინტერესო შეთანხმება, აღნიშნა კობახიძემ.