https://sputnik-georgia.com/20251217/kaladze-tbilisshi-tramvai-iqneba-296240146.html
კალაძე: ტრამვაის ხაზის ტენდერში გამარჯვებული კომპანია იანვრის ბოლოს გამოვლინდება
კალაძე: ტრამვაის ხაზის ტენდერში გამარჯვებული კომპანია იანვრის ბოლოს გამოვლინდება
Sputnik საქართველო
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა. 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T15:45+0400
2025-12-17T15:45+0400
2025-12-17T15:45+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262844723_0:134:3073:1862_1920x0_80_0_0_8ed32037ee9a553053a063d5940ebc96.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია იანვრის ბოლოსთვის გამოვლინდება, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი 23 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. როგორც მერმა აღნიშნა, მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავად გააკეთოს არჩევანი - ავტობუსით იმგზავროს, მიკროავტობუსით, მეტროთი, ტრამვაით თუ საკუთარი ავტომობილით. ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი ბოლო გაჩერება მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარედ იქნება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7,5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა. რას ითვალისწინებს პროექტი საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები. ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას. მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV). OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას. პროექტის საერთო ვადა 4,5 წელს შეადგენს. ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის ბრუნვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262844723_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9020e30070d7920af460b6a016e5318c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
კალაძე: ტრამვაის ხაზის ტენდერში გამარჯვებული კომპანია იანვრის ბოლოს გამოვლინდება
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია იანვრის ბოლოსთვის გამოვლინდება, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი 23 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას.
„ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს ჩვენ ვატყუებთ საზოგადოებას და აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება. ეს არის ძალიან დიდი ცრუ ინფორმაცია. როგორც გითხარით, ტენდერი გამოცხადებულია და იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უშუალოდ პროექტის განხორციელებას. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავად გააკეთოს არჩევანი - ავტობუსით იმგზავროს, მიკროავტობუსით, მეტროთი, ტრამვაით თუ საკუთარი ავტომობილით.
ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი ბოლო გაჩერება მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმდებარედ იქნება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7,5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.
ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.
რას ითვალისწინებს პროექტი
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.
პროექტის საერთო ვადა 4,5 წელს შეადგენს. ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის ბრუნვა.