https://sputnik-georgia.com/20251217/bitadze-zaglis-gaseirnebis-wesis-taobaze-regulacia-ar-icvleba-296245773.html
ბითაძე: 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება
ბითაძე: 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება და მეპატრონეს შეუძლია ძაღლი გაასეირნოს როგორც... 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T22:29+0400
2025-12-17T22:29+0400
2025-12-17T22:29+0400
საქართველო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285571989_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_106567ac991e3d1e53e8e6e2d604ec7b.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება და მეპატრონეს შეუძლია ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, მეპატრონეები ვალდებული იქნებიან საკუთარი ძაღლები აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით უნდა გაასეირნონ, მცდარი უწოდა.როგორც დეპუტატმა განმარტა, აღნიშნული რეგულაცია ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე საქართველოში წლებია მოქმედებს. ამ წესის დარღვევისათვის სანქციის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებებით კი ჯარიმა გაიზარდა 150 ლარამდე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ჯარიმა უცვლელი დარჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285571989_156:0:2888:2048_1920x0_80_0_0_92a82ea461fcb948d98ea60c8eff55f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
ბითაძე: 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება და მეპატრონეს შეუძლია ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, მეპატრონეები ვალდებული იქნებიან საკუთარი ძაღლები აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით უნდა გაასეირნონ, მცდარი უწოდა.
„ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ, დადგენილია ალტერნატიული პირობები, კერძოდ, მეპატრონეს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით", - განაცხადა ბითაძემ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, აღნიშნული რეგულაცია ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე საქართველოში წლებია მოქმედებს.
ამ წესის დარღვევისათვის სანქციის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებებით კი ჯარიმა გაიზარდა 150 ლარამდე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ჯარიმა უცვლელი დარჩება.