https://sputnik-georgia.com/20251217/antikorupciuli-biuro-da-personalur-monacemta-dacvis-samsaxuri-uqmdeba-296245042.html
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდება
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდება
Sputnik საქართველო
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T21:29+0400
2025-12-17T21:29+0400
2025-12-17T21:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურს გადაეცემა.გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას.საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაცია დაიწყო, გააუქმა რიგი სააგენტოები, რომლებიც მინისტრების დაქვემდებარებაში იყვნენ და ისინი უფრო დიდ სტრუქტურებს შეუერთა. ცვლილებები ყველაზე მეტად განათლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეხო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდება
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.
როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაცია დაიწყო, გააუქმა რიგი სააგენტოები, რომლებიც მინისტრების დაქვემდებარებაში იყვნენ და ისინი უფრო დიდ სტრუქტურებს შეუერთა. ცვლილებები ყველაზე მეტად განათლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეხო.