ალექსანდრე ბალაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკრივი
კრივი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2025
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ქართველმა მოკრივეებმა ხუთი მედლით დაასრულეს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მოკრივე ალექსანდრე ბალაძემ ფინალი მონტენეგროელ მატია როგანივიჩთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა, ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრამდე გერმანელი ლუის კობერი და აზერბაიჯანელი ისმაილ ვალიევი, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ვარენ ჩოფო დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ქართველმა მოკრივეებმა ხუთი მედლით დაასრულეს. შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარაძემ (52 კგ), რატი ხარბედიამ (46 კგ) და ჰასან აკპინარმა (+80 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0