https://sputnik-georgia.com/20251215/scat-airlines-tbilisis-mimartulebit-pirdapiri-reisi-sheasrula-296210073.html
Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა
Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა
Sputnik საქართველო
შიმკენტი მეხუთე ყაზახური მიმართულებაა, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. 15.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-15T18:14+0400
2025-12-15T18:14+0400
2025-12-15T18:14+0400
საქართველო
ყაზახეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/22/235932209_0:41:1000:604_1920x0_80_0_0_2cbe74315ebf83eee93dd52942d4b3d9.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია შიმკენტსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს - პირველი რეისით 166-მა მგზავრმა ისარგებლა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორი ლევან მოსეშვილი, „ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკური კუთხით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნისთვის.შიმკენტი მეხუთე ყაზახური მიმართულებაა, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.საქართველოსა და ყაზახეთს შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. 11 თვეში საქართველოს აეროპორტები 304 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/22/235932209_70:0:930:645_1920x0_80_0_0_318dc409d7f9ffb07a258c0fb607cda1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა
შიმკენტი მეხუთე ყაზახური მიმართულებაა, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია შიმკენტსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს - პირველი რეისით 166-მა მგზავრმა ისარგებლა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორი ლევან მოსეშვილი, „ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკური კუთხით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნისთვის.
შიმკენტი მეხუთე ყაზახური მიმართულებაა, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. 11 თვეში საქართველოს აეროპორტები 304 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია.