მოსაზრება: დრონების ომი წყალქვეშ გადადის - ნატოსა და რუსეთის შესაძლებლობები

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2025
გამოწერა
ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის დაცულ ყურეში განხორციელებული დივერსიულ-ტერორისტული აქცია ნატოს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. უკრაინის წყალქვეშა დრონის წარუმატებელმა შეტევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიული მიზნების სისწორე და ევროპაში უკომპრომისო მშვიდობის პრიორიტეტი, რუსეთის პირობებით.
15 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, წყალქვეშა დრონის გამოყენებით, უშედეგოდ სცადა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყურეში განლაგებული შავი ზღვის ფლოტის ყველა გემი და წყალქვეშა ნავი, ისევე როგორც მათი ეკიპაჟები, დივერსიის შედეგად, არ დაზიანებულან და საბრძოლო სამსახურს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. თუმცა, მოწინააღმდეგის მიერ ახალი ტიპის აპარატის გამოყენების ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
უკრაინულმა მედიამ გაავრცელა უკრაინული არმიის ვიდეოკადრები, რომლებიც ნოვოროსიისკის ყურეში ავტონომიური წყალქვეშა აპარატის გამოყენებას ადასტურებს. აფეთქების ადგილმდებარეობიდან ჩანს, რომ სამიზნე იყო პროექტ 636.3-ის წყალქვეშა ნავი „ვარშავიანკა“. დაზიანდა მხოლოდ სამხედრო-საზღვაო ბაზის რკინაბეტონის ნავმისადგომი. მიუხედავად ამისა, ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch განაცხადა: „უკრაინამ მსოფლიოში პირველად განახორციელა წყალქვეშა დრონის დარტყმა წყალქვეშა ნავზე“, და ეს თითქოს, „საზღვაო ომში გარდამტეხი მომენტია“. ვისთვის არის ეს გარდამტეხი?
15 დეკემბერს გამოყენებული ნავიგაციის, კავშირის და მართვის ტექნოლოგიები ადასტურებს: ეს იყო უკრაინისა და ნატოს ერთობლივი დივერსიული ოპერაცია (ნატოს წამყვანი როლით). ოდესიდან ნოვოროსიისკამდე წყალქვეშა დრონის ზღვით მისვლა რთულია — გზის სიგრძე 700 კილომეტრზე მეტია (შესაძლოა, პარტნიორებმა მიაწოდეს), შემდეგ კი საჭიროა რთულ ყურეში სამხედრო-საზღვაო ბაზის ვიწრო შესასვლელის პოვნა.
ამ სქემაშიСБУ-ის აგენტებს, სავარაუდოდ, მხოლოდ სანაპიროდან ვიდეოფიქსაცია ანდეს, სადაც კარგი ხედვის მქონე M4 ავტომაგისტრალი გადის. ჩემი შეფასებით, შავ ზღვაში ნატოს ზოგიერთი ქვეყნის აშკარა თავხედობა აიხსნება იმით, რომ პროქსი-ომის განმავლობაში მათ საკუთარ ბაზებზე არც ერთი საპასუხო დარტყმა არ მიუღიათ.
ნოვოროსიისკში განხორციელებულმა დივერსიამ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მოწინააღმდეგის ამგვარმა პირველმა მცდელობამ თვალნათლივ აჩვენა, რომ დრონების ომი წყალქვეშ გადადის, და შედარებით იაფი აპარატების რაოდენობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ობიექტების საბრძოლო დაზიანებად გადაიზარდოს.
მოწინააღმდეგის მიერ უხილავი უპილოტო წყალქვეშა დრონების მასობრივი გამოყენების შესაძლებლობა (გემებიდან, წყალქვეშა ნავებიდან, თვითმფრინავებიდან) ზრდის ძვირადღირებული ხომალდების დაკარგვის რისკს. აუცილებელია წყალქვეშა რაიონების დაცვის პრინციპულად ახალი სისტემების შექმნა, ასევე წყალქვეშა კამიკაძე-აპარატების განვითარება. დროა, მოქმედება დავაჩქაროთ, მით უმეტეს რომ, არჩევანი ფართოა.
ავტონომიური წყალქვეშა დრონების გამოჩენა ლოგიკური გაგრძელებაა უპილოტო ტექნოლოგიების განვითარების სხვა საბრძოლო სფეროებში — წყალზე, ხმელეთსა და ჰაერში. მართვის თვალსაზრისით, „ვიწრო ადგილად“ კვლავ კავშირის მდგრადობა რჩება (ოპერატორთან) ზღვის წყალში. ალტერნატიული ხელოვნური ინტელექტი ჯერ სრულად მომწიფებული არ არის. სამაგიეროდ, წყალქვეშ ოპტიკურად და აკუსტიკურად დაბალშესამჩნევი აპარატების აღმოჩენა უკიდურესად რთულია.
ნატოს ქვეყნები უკვე დიდი ხანია ქმნიან საკუთარ „Sub Sea Baby“-ებს და არაერთი წელია, მათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ცდიან, თითქოს, ეს თავიდანვე უკრაინული პროდუქცია იყოს. მაგალითად „მარიჩკა“ ან „ტოლოკა“. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილ წყალქვეშა დრონებში დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარია ჩადებული. ევროპაც ცდილობს ჩამორჩენა არ დაუშვას.
ამერიკულმა ჟურნალმა Newsweek-მა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ნატოს რამდენიმე ევროპული ქვეყანა აქტიურად ამუშავებს „გაზრდილი მოქმედების რადიუსის წყალქვეშა უპილოტოებს“, რომლებიც განკუთვნილია საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვისა და რუსულ წყალქვეშა ნავებზე „ნადირობისთვის“. Newsweek-ის ინფორმაციით, დრონი Foxtrot Grey Shark აღჭურვილია 17 სენსორით, შეუძლია წყალქვეშ ავტონომიურად იმოქმედოს 16 კვირამდე, არ საჭიროებს ოპერატორის მიმართულ მითითებებს და თავად წყვეტს, როდის გადაერთოს კაბელების მონიტორინგიდან წყალქვეშა ნავებზე ნადირობაზე.
წარმოიდგინეთ ასეთი პარადოქსი: ბერლინი და ლონდონი მხოლოდ ახლა იწყებენ საკუთარი „ნაცრისფერი ზვიგენების“ შექმნას, მაშინ, როცა ოდესის მალაია არნაუტსკაიაზე მსგავსი აპარატები უკვე მასობრივად იწარმოება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ ფორმაში არ წავა კომპრომისებზე დონბასთან, ყირიმთან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს რუსეთის სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთი განუყოფელი კომპონენტი, და შავ ზღვაში თვითშეზღუდვა დიდი ბირთვული სახელმწიფოსთვის დაუშვებელია.
რუსეთის საზღვაო დოქტრინა პირდაპირ აცხადებს: „მსოფლიო ოკეანეში რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების დაცვა ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო პრიორიტეტია“. სტრატეგიულ საფრთხეებს საჭიროა, სტრატეგიული პასუხი გაეცეს — მოწინააღმდეგის სრული განადგურება ან ყველა საბრძოლო სფეროში აშკარა ტექნოლოგიური დომინირება. მესამე გზა არ არსებობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0