რიჩარდ კოკერილმა საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

© Courtesy of Rugby Union of Georgiaრიჩარდ კოკერილი
რიჩარდ კოკერილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2025
გამოწერა
კოკერილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორი წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რიჩარდ კოკერილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს, იუწყება პირველი არხი.
54 წლის ინგლისელი სპეციალისტი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2024 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში - ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კოკერილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორი წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა. ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური. 2024 წელს „ბორჯღალოსნებმა“ მესამე გამარჯვება მოიპოვა ტიერ 1-ის გუნდთან.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელობა ქვია. ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. ვფიქრობ, გუნდის მომავლისთვის მყარი ფუნდამენტი შევქმენი და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო“, – განაცხადა კოკერილმა.
ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი 54 წლის ფრანგი სპეციალისტი ფრანკ აზემაა, რომელიც ბოლოს „პერპინიანში“ მუშობდა.
ყველა ახალი ამბავი
0