განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

© Courtesy of M. Iashvili Children's Central Hospitalკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2025
გამოწერა
საქართველო უსწრებს „დიდი შვიდეულის" ქვეყნებს, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს 25 წევრ-სახელმწიფოს.
თბილისი, 15 дდეკემბერი — Sputnik. საქართველომ „ჩენდლერის ინსტიტუტის" გლობალურ კვლევაში „კარგი მმართველობა 2025“ მაღალი შეფასება მიიღო, რის თანახმადაც განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით მსოფლიოში 36-ე და ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგებთან შედარებით ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება.
საქართველო უსწრებს „დიდი შვიდეულის" ქვეყნებს, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს 25 წევრ-სახელმწიფოს. ამ ქვეყნებს შორისაა გაერთიანებული სამეფო, კანადა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, პორტუგალია, ბელგია, დანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი.
ჯანდაცვის სფეროში გათვალისწინებულია თუ რამდენს ხარჯავს მთავრობა ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე) და ადარებს ამ ხარჯებს შემდეგ შედეგებს:
სიცოცხლის ხანგრძლივობა (შეფასების 50%);
სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი (შეფასების 50%).
განათლების სფეროში ერთ სულ მოსახლეზე განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების თანაფარდობა (PPP) გამოიყენება როგორც საორიენტაციო მაჩვენებელი. ამ ხარჯების ეფექტურობა ფასდება სამი კრიტერიუმის მიხედვით:
ადამიანის განვითარების ინდექსში ინტეგრირებული განათლების ინდექსი (50%);
ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელს (25%);
იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ არიან დასაქმებული ან არ არიან გადამზადებული (NEET) (25%).
ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.
ყველა ახალი ამბავი
0