https://sputnik-georgia.com/20251215/evropas-ukrainashi-samshvidobo-molaparakebebis-chashla-surs-296212393.html
ევროპას უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურს
ევროპას უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურს
Sputnik საქართველო
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი არ დაუშვებს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას. 15.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-15T21:00+0400
2025-12-15T21:00+0400
2025-12-15T21:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/04/248910406_0:0:1679:944_1920x0_80_0_0_29ca50240ea2584e7d0c32f4d5983bfc.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ევროპა ღიად პროვოცირებს კონფლიქტს რუსეთთან და სურს ჩაშალოს უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.მისი თქმით, ევროპელი ლიდერების საქციელი აშკარად მიუთითებს მათ სურვილზე, მშვიდობიანი გზით მოაგვარონ უკრაინის კონფლიქტი. ამასთან, ისინი არ მალავენ რუსეთთან კონფლიქტისკენ სწრაფვას და სურთ მთელი ევროპის ჩართვა მასში.როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი არ დაუშვებს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას. „ჩვენ, უნგრელებმა, ამისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მისწრაფებები მშვიდობისკენ. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მუდმივად მოახდენენ ჩვენს პროვოცირებას, რათა როგორმე ჩავერთოთ კონფლიქტში. ჩვენ ამას ნამდვილად არ დავუშვებთ“, - დასძინა სიიარტომ.მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს რუსეთთან ომის დაწყებას 2030 წლისთვის.კრემლში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები სამხედრო მოქმედებებს დაიწყებენ, რუსეთი ამისთვის მზადაა.ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც განიხილავენ.
უნგრეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/04/248910406_115:0:1374:944_1920x0_80_0_0_7bae0dc2ab52e01cf92df0558450bd15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ევროპას უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურს
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი არ დაუშვებს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ევროპა ღიად პროვოცირებს კონფლიქტს რუსეთთან და სურს ჩაშალოს უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერების საქციელი აშკარად მიუთითებს მათ სურვილზე, მშვიდობიანი გზით მოაგვარონ უკრაინის კონფლიქტი. ამასთან, ისინი არ მალავენ რუსეთთან კონფლიქტისკენ სწრაფვას და სურთ მთელი ევროპის ჩართვა მასში.
„ევროპელებს, ბრიუსელს და დასავლეთ ევროპელ პოლიტიკოსებს, პრაქტიკულად, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ. ევროპელი პოლიტიკოსები ასევე ღიად ახდენენ ომის პროვოცირებას და სურთ მთელი ევროპის რუსეთთან ომში ჩათრევა“, - განაცხადა სიიარტომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი არ დაუშვებს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას.
„ჩვენ, უნგრელებმა, ამისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მისწრაფებები მშვიდობისკენ. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მუდმივად მოახდენენ ჩვენს პროვოცირებას, რათა როგორმე ჩავერთოთ კონფლიქტში. ჩვენ ამას ნამდვილად არ დავუშვებთ“, - დასძინა სიიარტომ.
მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს რუსეთთან ომის დაწყებას 2030 წლისთვის.
კრემლში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები სამხედრო მოქმედებებს დაიწყებენ, რუსეთი ამისთვის მზადაა.
ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც განიხილავენ.