არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქოს შენობა
საპატრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2025
გამოწერა
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის „არაერთგზისი დარღვევისათვის" შეუჩერდა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის „არაერთგზისი დარღვევისათვის" შეუჩერდა.
„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, - აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.
მანამდე, 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიულმა კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან „იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები".
ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდა.
როგორც 14 დეკემბერს არქიმანდრიტმა დოროთემ განაცხადა, იგი სამშაბათს, 14:00 საათზე საპატრიარქოს კომისიის სხდომაზე დაიბარეს.
ყველა ახალი ამბავი
0