https://sputnik-georgia.com/20251215/15-municipalitetshi-sapexburto-teqnikuri-centrebis-proeqtireba-iwyeba-296210274.html
15 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება
15 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს... 15.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-15T19:00+0400
2025-12-15T19:00+0400
2025-12-15T19:00+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/17/235271751_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_f9cd2c896c14cebb3600ab9998560118.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად შეხვედრა გამართა კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც განიხილეს მშენებლობებთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები, სამუშაო პროცესები, ვადები, ზედამხედველობის მექანიზმები და ხარისხის სტანდარტები. მინისტრის თქმით, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები უნდა აშენდეს უმაღლესი ხარისხით და ამ მიმართულებით კომპრომისი არ დაიშვება. ხარისხის კონტროლი განხორციელდება ყველა ეტაპზე — პროექტირების, ზედამხედველობისა და შესრულების ყველა დეტალის ჩათვლით.პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებლებისთვის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა – გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონებში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული. ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეცვლის მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/17/235271751_412:0:2000:1191_1920x0_80_0_0_1a8595a15e7f318b671ff36296f3668a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
16 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობა დაიწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად შეხვედრა გამართა კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც განიხილეს მშენებლობებთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები, სამუშაო პროცესები, ვადები, ზედამხედველობის მექანიზმები და ხარისხის სტანდარტები.
„ეს კეთდება ბავშვებისთვის — ჩვენი ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ივარჯიშონ მაღალი დონის სტადიონებზე და ჰქონდეთ განვითარების რეალური შესაძლებლობა“, — აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები უნდა აშენდეს უმაღლესი ხარისხით და ამ მიმართულებით კომპრომისი არ დაიშვება. ხარისხის კონტროლი განხორციელდება ყველა ეტაპზე — პროექტირების, ზედამხედველობისა და შესრულების ყველა დეტალის ჩათვლით.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებლებისთვის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა – გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონებში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული. ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეცვლის მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობას.