საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართულებით გზის მოდერნიზაციას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringer„ზემო ლარსი"
„ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2025
გამოწერა
ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის 24-კილომეტრიანი კობი-ქვეშეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულება 1,2 მლრდ ლარს აღწევს.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მოდერნიზაციას გეგმავს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი ამჟამად მოქმედი გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
პროექტის თანახმად, ხელისუფლება გეგმავს წიწამურიდან ჟინვალამდე გზატკეცილის მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად გარდაქმნას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარედგინა 27-კილომეტრიანი გზის პროექტი, რომელიც 16 ხიდის მშენებლობას მოიცავს, რაც გზის ამ მონაკვეთზე 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას გახდის შესაძლებელს - მგზავრობის დრო 15 წუთი იქნება.
ასევე იგეგმება ანანური-ფასანაურის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის გარემონტება.
ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის 24-კილომეტრიანი კობი-ქვეშეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულება 1,2 მლრდ ლარს აღწევს.
გზის მშენებლობის დასრულება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 466-მეტრიანი თაღოვანი ხიდის მშენებლობის სირთულესთან.
უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა, ამჟამად მისი შიდა მოპირკეთება მიმდინარეობს.
ასევე მიმდინარეობს სტეფანწმინდა-გველეთის გზის 4,5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, სადაც 2 კილომეტრი სიგრძის ესტაკადა და 846 და 460 მეტრი სიგრძის გვირაბები შენდება.
დასკვნით ეტაპზეა სტეფანწმინდის გარშემო 4,1-კილომეტრიანი შემოვლითი გზის პროექტირება, რის შემდეგაც სამინისტრო მისი მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.
ყველა ახალი ამბავი
0