https://sputnik-georgia.com/20251214/saqartvelos-nakrebi-martshi-2-amxanagur-matchs-gamartavs-296200973.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები 2026 წლის მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები 2026 წლის მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
Sputnik საქართველო
მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. 14.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-14T18:49+0400
2025-12-14T18:49+0400
2025-12-14T18:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/10/295809284_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f545de7343ffea2313e247db5b7ac589.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით დაიწყებს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.სანაკრებო პაუზის ფარგლებში გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 29 მარტს კი ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება. მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/10/295809284_89:0:1264:881_1920x0_80_0_0_43658aec59248c58f46ceb509f94f959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები 2026 წლის მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით დაიწყებს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 29 მარტს კი ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება.
მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.