https://sputnik-georgia.com/20251214/oqros-zodebis-da-monetebis-importi-dgg-gatavisupldeba-296196111.html
საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება
საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება
Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების მიზეზად საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნის სურვილს ასახელებს. 14.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-14T11:43+0400
2025-12-14T11:43+0400
2025-12-14T11:43+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_0:175:3017:1872_1920x0_80_0_0_7a9480d617ecaa480b896d3f6220266b.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც საინვესტიციო ოქროს მიწოდებასა და იმპორტზე დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, მომავალი კვირის ბოლომდე მიიღებს.„საინვესტიციო ოქრო" გულისხმობს არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდს ან ფირფიტას, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებულ ოქროს მონეტას, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა.ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების მიზეზად საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნის სურვილს ასახელებს. უწყების მოლოდინია, რომ ოქროს იმპორტსა და მიწოდებაზე დღგ-ს გაუქმება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვას.ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დღგ-ს გაუქმება გაზრდის საქართველოს ბაზრის კონკურენტუნარიანობას რეგიონულ დონეზე, რაც გაზრდის საინვესტიციო ოქროს იმპორტის, შენახვისა და რეექსპორტის სტიმულს.„საინვესტიციო ოქროს დღგ-სგან გათავისუფლება ეფექტურად შეუსაბამებს მას სხვა ფინანსური აქტივების/ინსტრუმენტების (მაგ., ფასიანი ქაღალდების) საგადასახადო რეჟიმს, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ბაზრის სტაბილურ განვითარებას“, - განმარტავს უწყება.საქართველოში საინვესტიციო კატეგორიის ოქროს ზოდებითა და მონეტებით ვაჭრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა. არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 2,384 ერთეული ოქროს ზოდი 429 მილიონ ლარად გაყიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_143:0:2872:2047_1920x0_80_0_0_bbd9845d6344d36530df70817530b1a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება
ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების მიზეზად საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნის სურვილს ასახელებს.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც საინვესტიციო ოქროს მიწოდებასა და იმპორტზე დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, მომავალი კვირის ბოლომდე მიიღებს.
„საინვესტიციო ოქრო" გულისხმობს არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდს ან ფირფიტას, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებულ ოქროს მონეტას, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა.
ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების მიზეზად საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნის სურვილს ასახელებს. უწყების მოლოდინია, რომ ოქროს იმპორტსა და მიწოდებაზე დღგ-ს გაუქმება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვას.
„საინვესტიციო ოქროს ამჟამინდელი დღგ-ს რეჟიმი ასუსტებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ოქროს ჰაბის პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნებისთვის საქონლის იმპორტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დღგ-ს გაუქმება გაზრდის საქართველოს ბაზრის კონკურენტუნარიანობას რეგიონულ დონეზე, რაც გაზრდის საინვესტიციო ოქროს იმპორტის, შენახვისა და რეექსპორტის სტიმულს.
„საინვესტიციო ოქროს დღგ-სგან გათავისუფლება ეფექტურად შეუსაბამებს მას სხვა ფინანსური აქტივების/ინსტრუმენტების (მაგ., ფასიანი ქაღალდების) საგადასახადო რეჟიმს, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ბაზრის სტაბილურ განვითარებას“, - განმარტავს უწყება.
საქართველოში საინვესტიციო კატეგორიის ოქროს ზოდებითა და მონეტებით ვაჭრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა. არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 2,384 ერთეული ოქროს ზოდი 429 მილიონ ლარად გაყიდა.