ეთერ ლიპარტელიანმა წელი ლიდერის რანგში დაასრულა: IJF-ის დასკვნითი რეიტინგი

© European Judo Unionეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2025
გამოწერა
ლიპარტელიანის გარდა, ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილის დაკავება საქართველოს ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა 2025 წელი ქალთა შორის (57 კგ წონით კატეგორია) მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა.
ლიპარტელიანმა 5,751 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ იაპონელ მომო ტამაოკის 690 ქულით გაუსწრო.
2025 წელს ლიპარტელიანმა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რომელიც ივნისში ბუდაპეშტში გაიმართა. იგი პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ლიპარტელიანის გარდა, ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილის დაკავება საქართველოს ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო.
სხვა ძიუდოისტების შედეგები, რომლებიც თავიანთ წონით კატეგორიებში საუკეთესო ათეულში მოხვდნენ:
გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – მეორე ადგილი;
ლაშა ბექაური (90 კგ) – მეოთხე ადგილი;
ტაატო გრიგალაშვილი (81 კგ) – მეოთხე ადგილი;
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) – მეშვიდე ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0