შეიძლება თუ არა საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა? - ვიდეო

გამოწერა
2025 წლის შემოდგომაზე დაარსდა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. მანამდე არსებობდა იმავე სახელწოდების მოძრაობა, რომელიც ერთი წლით ადრე გაჩნდა. პარტიის ლიდერები ხელისუფლებას საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგში ეს ყველაზე გონივრული გამოსავალია. „სწორედ ნეიტრალიტეტია ერთადერთი გარანტიაა იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და სტაბილური განვითარება“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მანამდე, 2022 წელს, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებისკენ მოწოდება გააკეთა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლება ჯერ არ ჩქარობს ნეიტრალიტეტის საკითხის საყოველთაო განხილვაზე გატანას. „ქართულ ოცნებაში“ ადრე განაცხადეს, რომ იმოქმედებენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხი ჯერ არ დამდგარა, ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს, რომ იგი ეწინააღმდეგება ქვეყნის ახალ კონფლიქტებსა და კრიზისულ სცენარებში ჩათრევის მცდელობებს, თავს არიდებს ესკალაციას და ცდილობს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას.
ყველა ახალი ამბავი
0