საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

© https://junioreurovision.tv/ლუ დელეზი, საფრანგეთი, 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე
ლუ დელეზი, საფრანგეთი, 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2025
გამოწერა
კონკურსის ფინალი თბილისში გაიმართა.
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik.საბავშვო ევროვიზია-2025-ის გამარჯვებული გახდა საფრანგეთი - ლუ დელეზი (Lou Deleuze) სიმღერით Ce Monde.
კონკურსის ფინალი თბილისში გაიმართა.
მეორე ადგილზე გავიდა უკრაინა, ხოლო მესამეზე - საქართველო. ყველაზე მაღალი ქულა - 12 ქულა - საქართველოს დაუწერეს ირლანდიამ, პოლონეთმა და ესპანეთმა. თავად საქართველომ თავისი 12 ქულა სომხეთს მიანიჭა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული სიმღერის კონკურსის ფინალში 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის ახალგაზრდა მომღერალი ანიტა აბგარიანი, სიმღერის ეროვნული კონკურს „რანინას“ გამარჯვებული.
ლუ დელეზმა საფრანგეთს მეოთხე გამარჯვება მოუტანა. საფრანგეთი ახლა პირველ ადგილს იყოფს საქართველოსთან ერთად გამარჯვებების რაოდენობით, რომელმაც 2024 წელს მადრიდში გამართულ კონკურსზე მეოთხე გამარჯვების რეკორდი დააფიქსირა და 2025 წლის შოუ თბილისში ჩამოიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0