საბავშვო ევროვიზია 2025: დღეს თბილისში კონკურსის ფინალი გაიმართება

© Junior Eurovision საბავშვო ევროვიზია 2025
საბავშვო ევროვიზია  2025 - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2025
გამოწერა
საქართველოს წარმომადგენელი მე-15 ნომრად სიმღერით Shine Like a Star წარდგება.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საბავშვო ევროვიზია 2025-ის კონკურსის ფინალური შოუ შაბათს, 13 დეკემბერს, თბილისში გაიმართება - პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე საღამოს 8:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი – „რანინას“ გამარჯვებული 10 წლის ანიტა აბგარიანი.
ანიტა მე-15 ნომრად სიმღერით Shine Like a Star წარდგება. ონლაინ-კენჭისყრა ხელმისაწვდომია როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე jesc.tv. ამისათვის უნდა ვუყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, ავირჩიოთ საქართველო, შემდეგ კი „ხმის მიცემის“ ღილაკს დავაჭიროთ. შემდეგ უნდა შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული ოპერაცია (მაგალითად,1+2; 4-3) და დადასტურების ღილაკს დავაჭიროთ.
ხმის მიცემა დღეს, 20:00 საათზე დასრულდება, შემდეგ კი კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. თვრამეტივე მონაწილის გამოსვლების დასრულების შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით განახლდება და მაყურებლები ხმის მიცემას მეორეჯერ შეძლებენ.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიის" ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო - 2008, 2011, 2016 და 2024 წლებში. გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოიგო. მან 239 ქულით ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0