https://sputnik-georgia.com/20251213/ras-moutans-saqartvelos-savi-zrvis-wyalqvesa-kabelis-proeqti-ministris-pasuxi-296190690.html
რას მოუტანს საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი - მინისტრის პასუხი
რას მოუტანს საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი - მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივის მონაწილეა, განაცხადა ქვრივიშვილმა 13.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-13T14:43+0400
2025-12-13T14:43+0400
2025-12-13T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/87/246298739_0:205:2000:1330_1920x0_80_0_0_c7014e17ed350a6a21a4fa63d008d4ca.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე ენერგოკაბელის გაყვანის პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროკავშირთან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.მისი თქმით, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო და შიდა ინვესტორებში.მისი თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივის მონაწილეა.„არსებობს საკმაოდ საინტერესო იდეა, ე.წ. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი, რომლის ფარგლებშიც საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/87/246298739_110:0:1883:1330_1920x0_80_0_0_d9b0550524b47a45d0f4aace3658fd97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
რას მოუტანს საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი - მინისტრის პასუხი
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივის მონაწილეა, განაცხადა ქვრივიშვილმა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე ენერგოკაბელის გაყვანის პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროკავშირთან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„პროექტი რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი - ერთი მხრივ საქართველოსა და ევროპას შორის კავშირი, მეორე მხრივ ეს არის საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის უდიდესი საექსპორტო შესაძლებლობა - ვსაუბრობთ დაახლოებით 1200 მგვტ სიმძლავრის კაბელზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო და შიდა ინვესტორებში.
„ისინი ხედავენ, რომ, გარდა იმისა, რომ საქართველოს შიდა მოხმარებისთვის სჭირდება გენერაცია, ამავდროულად გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები ბერკეტი, რითიც მათ შეუძლიათ საქართველოში მათ მიერ გენერირებულ ელექტროენერგიას საექსპორტო პოტენციალით შეხედონ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივის მონაწილეა.
„არსებობს საკმაოდ საინტერესო იდეა, ე.წ. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი, რომლის ფარგლებშიც საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.