https://sputnik-georgia.com/20251213/bernis-komvenciis-tavmjdomared-karlo-amirgulasvili-aircies-296191945.html
ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
Sputnik საქართველო
ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა. 13.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-13T16:24+0400
2025-12-13T16:24+0400
2025-12-13T16:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
ევროსაბჭო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/51/247585148_0:62:1146:707_1920x0_80_0_0_e4508dab5899140727134137ef280cb2.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის ბიუროს და კომიტეტის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 45-ე სხდომაზე მიიღეს. კომიტეტის 45-ე სხდომა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 8-12 დეკემბერს გაიმართა. კარლო ამირგულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსია. ის ბიუროს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე 2021 წლიდან მუშაობდა. ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა. უწყების ინფორმაციით, კონვენციის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში „ზურმუხტის ქსელი“ შეიქმნა. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში ზურმუხტის „ქსელის ფართობი“ 1.307.501 ჰექტარს შეადგენს და 66 ტერიტორიისგან შედგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება. "ზურმუხტის ქსელი" არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ემსახურება ველური ფაუნისა და ფლორის საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების (საცხოვრებელი გარემოს) გრძელვადიან გადარჩენას, საერთო საფუძველზე, რომელსაც ყველა მხარე ქვეყანა იზიარებს. ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება ბერნის კონვენციის აუცილებელი მოთხოვნაა და ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/51/247585148_61:0:1085:768_1920x0_80_0_0_39c436011a50a83ec54dc73d63c5c28b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, ევროსაბჭო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, ევროსაბჭო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
16:24 13.12.2025 (განახლებულია: 16:25 13.12.2025) ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა.
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის ბიუროს და კომიტეტის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 45-ე სხდომაზე მიიღეს. კომიტეტის 45-ე სხდომა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 8-12 დეკემბერს გაიმართა.
კარლო ამირგულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსია. ის ბიუროს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე 2021 წლიდან მუშაობდა.
ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა.
"შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ წარმოჩენას ევროპის კავშირის სტრუქტურებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ეფექტიან შესრულებას, საქართველოში კონვენციის დანერგვასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კონვენციის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში „ზურმუხტის ქსელი“ შეიქმნა. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში ზურმუხტის „ქსელის ფართობი“ 1.307.501 ჰექტარს შეადგენს და 66 ტერიტორიისგან შედგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება.
"ზურმუხტის ქსელი" არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ემსახურება ველური ფაუნისა და ფლორის საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების (საცხოვრებელი გარემოს) გრძელვადიან გადარჩენას, საერთო საფუძველზე, რომელსაც ყველა მხარე ქვეყანა იზიარებს. ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება ბერნის კონვენციის აუცილებელი მოთხოვნაა და ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.