https://sputnik-georgia.com/20251212/trampma-mesame-msoflio-omis-safrtxeze-ganacxada-296180235.html
ტრამპმა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ განაცხადა
ტრამპმა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ განაცხადა
Sputnik საქართველო
ვაშინგტონი არ არის ჩართული უკრაინის კონფლიქტში და მისი მოგვარება სურს, განაცხადა ტრამპმა. 12.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-12T19:34+0400
2025-12-12T19:34+0400
2025-12-12T19:34+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
ევროპა
დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი
ვოლოდიმირ ზელენსკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/12/294584951_0:466:2048:1618_1920x0_80_0_0_e9e9b976ecc79c8a3455b6efe474834f.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. უკრაინაში კონფლიქტმა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ მან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხები მკაცრად განიხილა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებთან. მედიის ცნობით, მან მოითხოვა განახორციელონ ზეწოლა ვოლოდიმირ ზელენსკზე და კიევის რეჟიმის ლიდერს მოუწოდა, რეალისტურად შეეფასებინა სიტუაცია.„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია“, - აღნიშნა ტრამპმა.მისი თქმით, ვაშინგტონი არ არის ჩართული უკრაინულ კონფლიქტში და სურს მისი მოგვარება, ხოლო კიევსა და ევროპას სურთ რომ ამერიკა სიტუაციის მოგვარებაში იყოს ჩართული.გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯერად კუშნერი მიიღო. შეხვედრა კრემლში 2 დეკემბერს გაიმართა, მხარეები ხუთ საათზე მეტ ხანს განიხილავდნენ ამერიკული სამშვიდობო ინიციატივის შინაარსს, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა.როგორც რუსეთის ლიდერმა მოგვიანებით განაცხადა, ვაშინგტონმა თავდაპირველი გეგმის 27 პუნქტი ოთხ პაკეტად დაყო და მათი ცალ-ცალკე განხილვა შესთავაზა. მან განმარტა, რომ თითქმის ყველა მათგანი განიხილა და იყო საკითხები, რომლებზეც მოსკოვი თანახმა არ არის.თავის მხრივ, ზელენსკი ორშაბათს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპელ ლიდერებთან ამერიკული წინადადება განიხილა. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ მან კვლავ უარი თქვა ტერიტორიულ დათმომემზე.Axios-ის ცნობით, კიევმა ვაშინგტონს ამერიკელების ბოლო წინადადებებთან დაკავშირებით პასუხი გადასცა.
აშშ
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/12/294584951_0:37:2048:1573_1920x0_80_0_0_98c368fedc7bdb52970663000bebce08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , ევროპა, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , ევროპა, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი
ტრამპმა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ განაცხადა
ვაშინგტონი არ არის ჩართული უკრაინის კონფლიქტში და მისი მოგვარება სურს, განაცხადა ტრამპმა.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. უკრაინაში კონფლიქტმა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ მან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხები მკაცრად განიხილა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებთან. მედიის ცნობით, მან მოითხოვა განახორციელონ ზეწოლა ვოლოდიმირ ზელენსკზე და კიევის რეჟიმის ლიდერს მოუწოდა, რეალისტურად შეეფასებინა სიტუაცია.
„სინამდვილეში, ეს აშშ-ს არ ეხება, თუ კონტროლიდან არ გამოვა. ასეთი რაღაცები მესამე მსოფლიო ომით სრულდება. მე ამის შესახებ ამ დღეებში ვთქვი. იცით, თუ ყველა გააგრძელებს ამ თამაშების თამაშს, ისინი მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებიან. და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, უკრაინული საკითხის დარეგულირების კონტექსტში.
„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი არ არის ჩართული უკრაინულ კონფლიქტში და სურს მისი მოგვარება, ხოლო კიევსა და ევროპას სურთ რომ ამერიკა სიტუაციის მოგვარებაში იყოს ჩართული.
გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯერად კუშნერი მიიღო. შეხვედრა კრემლში 2 დეკემბერს გაიმართა, მხარეები ხუთ საათზე მეტ ხანს განიხილავდნენ ამერიკული სამშვიდობო ინიციატივის შინაარსს, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა.
როგორც რუსეთის ლიდერმა მოგვიანებით განაცხადა, ვაშინგტონმა თავდაპირველი გეგმის 27 პუნქტი ოთხ პაკეტად დაყო და მათი ცალ-ცალკე განხილვა შესთავაზა. მან განმარტა, რომ თითქმის ყველა მათგანი განიხილა და იყო საკითხები, რომლებზეც მოსკოვი თანახმა არ არის.
თავის მხრივ, ზელენსკი ორშაბათს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპელ ლიდერებთან ამერიკული წინადადება განიხილა. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ მან კვლავ უარი თქვა ტერიტორიულ დათმომემზე.
Axios-ის ცნობით, კიევმა ვაშინგტონს ამერიკელების ბოლო წინადადებებთან დაკავშირებით პასუხი გადასცა.