https://sputnik-georgia.com/20251212/mrgvali-magida-rogor-icavs-tavs-saqartvelo-zewolisgan-296188332.html
მრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას
მრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას
Sputnik საქართველო
თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს ბრძოლა გარე ჩარევასთან“ 12.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-12T10:39+0400
2025-12-12T10:39+0400
2025-12-15T15:46+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0d/296188160_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_1c0565baacf237a3289445148dd71132.jpg
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიის“ მთავარმა რედაქტორმა ტატო ლაშიშვილმა მოიწვია ექსპერტები: ჟურნალისტი, პროფესორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი კვარაცხელია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე, პუბლიცისტი, სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი და პოლიტოლოგი, SIKHA-ს ფონდის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძე.ექსპერტებმა განიხილეს საგარეო გავლენასთან ბრძოლის მექანიზმები და ის, თუ როგორ შეუძლია მთავრობას გაუძლოს დასავლეთის ძლიერ ზეწოლას.„ასეთი შეხვედრების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, თავისუფალი ფორმატით განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც არსებული პოლიტიკური მეინსტრიმის მიღმა დაგროვდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც ტელევიზიით არ შუქდება და ამიტომაც გვსურს, რომ მეტი ასეთი ფორმატი გვქონდეს და უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში ტრანზიტს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ტრამპის გზის“ როლს და რუსეთის პოზიციას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.სიხარულიძის თქმით, მოსკოვის პოლიტიკა განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას და საქართველომ უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ სამყარო სწრაფად იცვლება და მნიშვნელოვანია ახალი რეალობების სწორად შეფასება ქვეყნის მომავლის სტრატეგიის შემუშავებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0d/296188160_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_4d3bdef9a1d4d4174d3573598d5a7859.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
მრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას
10:39 12.12.2025 (განახლებულია: 15:46 15.12.2025) თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს ბრძოლა გარე ჩარევასთან“
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიის“ მთავარმა რედაქტორმა ტატო ლაშიშვილმა მოიწვია ექსპერტები: ჟურნალისტი, პროფესორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი კვარაცხელია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე, პუბლიცისტი, სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი და პოლიტოლოგი, SIKHA-ს ფონდის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძე.
ექსპერტებმა განიხილეს საგარეო გავლენასთან ბრძოლის მექანიზმები და ის, თუ როგორ შეუძლია მთავრობას გაუძლოს დასავლეთის ძლიერ ზეწოლას.
„ასეთი შეხვედრების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, თავისუფალი ფორმატით განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც არსებული პოლიტიკური მეინსტრიმის მიღმა დაგროვდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც ტელევიზიით არ შუქდება და ამიტომაც გვსურს, რომ მეტი ასეთი ფორმატი გვქონდეს და უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში ტრანზიტს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ტრამპის გზის“ როლს და რუსეთის პოზიციას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
სიხარულიძის თქმით, მოსკოვის პოლიტიკა განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას და საქართველომ უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.
ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ სამყარო სწრაფად იცვლება და მნიშვნელოვანია ახალი რეალობების სწორად შეფასება ქვეყნის მომავლის სტრატეგიის შემუშავებისთვის.