გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Stringerტრაილერები გზაზე
ტრაილერები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2025
გამოწერა
შეზღუდვა თოვის გამო დაწესდა
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0