https://sputnik-georgia.com/20251212/erovnul-banktan-davebis-ganmxilveli-komisiis-davis-sagnis-rirebulebis-zrvari-izrdeba-296155985.html
ეროვნულ ბანკთან დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება
ეროვნულ ბანკთან დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება
Sputnik საქართველო
მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის, აცხადებენ ეროვნულ ბანკში 12.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-12T09:35+0400
2025-12-12T09:35+0400
2025-12-12T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23404/63/234046325_0:157:1498:1000_1920x0_80_0_0_29d5875422b0bbc25745b7895e93cc31.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში.საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.ცვლილების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100.000 ლარს, ნაცვლად აქამდე არსებული 50 ათასი ლარისა.გარდა ამისა, როგორც სებ-ში განმარტავენ, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.„აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის“, – აცხადებენ სებ-ში.საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს.მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23404/63/234046325_86:0:1419:1000_1920x0_80_0_0_6a75fe90c11cd806d8da6007c17579ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
ეროვნულ ბანკთან დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება
მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის, აცხადებენ ეროვნულ ბანკში
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.
ცვლილების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100.000 ლარს, ნაცვლად აქამდე არსებული 50 ათასი ლარისა.
გარდა ამისა, როგორც სებ-ში განმარტავენ, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.
„აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის“, – აცხადებენ სებ-ში.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.