https://sputnik-georgia.com/20251211/sursatis-erovnuli-saagento-sakonditroebs-amowmebs-296146093.html
სურსათის ეროვნული სააგენტო საკონდიტროებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო საკონდიტროებს ამოწმებს
Sputnik საქართველო
ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქში. 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T12:15+0400
2025-12-11T12:15+0400
2025-12-11T12:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278792486_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_68cb69cb9722118a83afa5e99dc22159.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. კონტროლის ფარგლებში, მოწმდება ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ინვენტარი, სურსათის დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ნედლეულის ვარგისიანობის ვადები. უწყების ცნობით, ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქში. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე: 15-01. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278792486_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b4dd51c357b5af954ed1342cb7b15486.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო საკონდიტროებს ამოწმებს
ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქში.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კონტროლის ფარგლებში, მოწმდება ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ინვენტარი, სურსათის დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ნედლეულის ვარგისიანობის ვადები.
უწყების ცნობით, ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქში.
"თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები, შემოწმებასთან ერთად, უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში კი ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და საზოგადოების ინფორმირება დარღვევების თაობაზე", – ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე: 15-01.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.