https://sputnik-georgia.com/20251211/sapensio-aqtivebi-saqartvelsohi-noembris-statistika-296144968.html
საპენსიო აქტივები საქართველოში: ნოემბრის სტატისტიკა
საპენსიო აქტივები საქართველოში: ნოემბრის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T09:36+0400
2025-12-11T09:36+0400
2025-12-11T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260010365_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_ae174aea08236515f834316693da1b17.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, 8 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,7 მლნ ადამიანია ჩართული. აქედან 25,8 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 118 მლნ ლარი შეადგინა.ფონდის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში აქტივების მთლიანმა შემოსავალმა 2,2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 ნოემბრამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:პორტფელებს შორის ძირითადი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია.ნოემბრის ბოლოსთვის, დინამიურ პორტფელში აქციების წილმა 54,8% შეადგინა, დაბალანსებულ პორტფელში - 35,6%, ხოლო კონსერვატიულ პორტფელში - 18,4%.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260010365_925:247:3054:1843_1920x0_80_0_0_a3ffb0cd6aaf9bdc6f4bc9d084fcc18d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
საპენსიო აქტივები საქართველოში: ნოემბრის სტატისტიკა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, 8 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
ბოლო
მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,7 მლნ ადამიანია ჩართული. აქედან 25,8 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 118 მლნ ლარი შეადგინა.
ფონდის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში აქტივების მთლიანმა შემოსავალმა 2,2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 ნოემბრამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
დინამიური პორტფელი – 14,8%;
დაბალანსებული პორტფელი – 13,1%;
კონსერვატიული პორტფელი – 11,8%.
პორტფელებს შორის ძირითადი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია.
ნოემბრის ბოლოსთვის, დინამიურ პორტფელში აქციების წილმა 54,8% შეადგინა, დაბალანსებულ პორტფელში - 35,6%, ხოლო კონსერვატიულ პორტფელში - 18,4%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.