მოსაზრება: რას ნიშნავს რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული საცეცხლე კონტროლი გულიაიპოლეზე

© photo: Sputnik / Sergey Bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2025
გამოწერა
„ვოსტოკის“ დაჯგუფების ნაწილებმა სწრაფად გადალახეს მდინარე გაიჩური და ახლა ბრძოლები გულიაიპოლეს ცენტრში მიმდინარეობს. უკრაინული გარნიზონი და მოწინააღმდეგის ლოგისტიკა სრულად ბლოკირებულია, ბანდერეველები ჩიხში მოექცნენ. რუსეთის შეტევის ტემპი სცხადჰყოფს, რომ გულიაიპოლეს გათავისუფლება, დიდი ალბათობით, 2025 წლის დეკემბერში დასრულდება. და ამაზე „ვოსტოკის“ მეხუთე არმიის „აღმოსავლეთის ექსპრესი“ არ შეჩერდება.
რუსულმა ძალებმა თერმობარული იარაღით გაანადგურეს მტრის პოზიციები გულიაიპოლეში, გადალახეს გაიჩური და ახლა ქალაქის ცენტრალურ კვარტლებში იბრძვიან. მანამდე რუსულმა ავიაციამ მძიმე ფუგასური ბომბებით უკრაინის 225-ე საგანგებო მოიერიშე პოლკი თითქმის სრულად გაანადგურა.
გულიაიპოლეში მტრის გარნიზონი და ყველა მისასვლელი გზა რუსეთის არტილერიისა და „ვოსტოკის“ დანაყოფების სრულ ცეცხლოვან კონტროლშია. უკრაინის არმიის დანაყოფების ფარულ გადაადგილება, პოზიციების შეცვლა, რეზერვებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, პრაქტიკულად, გამორიცხულია. გულიაიპოლეს „სიმაგრე“ უიმედო მდგომარეობაშია.
მეხუთე არმიის ნაწილებმა ბოლო დღე-ღამეში მტრის ზურგის სიღრმეში წაიწიეს, დიდი ზიანი მიაყენეს ორ მოიერიშე და სამ მექანიზირებულ ბრიგადას, ორ მოიერიშე პოლკსა და ტერიტორიული დაცვის ერთ ბრიგადას. უკრაინული ბრიგადები მძიმე დანაკარგებს განიცდიან და პოზიციების დატოვებას ცდილობენ.
მსგავსი ვითარებაა მეზობელ ორეხოვოს რაიონშიც. „დნეპრის“ დაჯგუფების მოიერიშე ნაწილებმა ადრე გაათავისუფლეს ნოვოდანილოვკა. რეგიონის მთავარი სამიზნე რუსული შეტევისათვის არის ზაპოროჟიე. „ვოსტოკისა“ და „დნეპრის“ ძალები უახლოვდებიან მტრის მსხვილი თავდაცვითი ხაზის (გულიაიპოლე–ორეხოვო) სრული გარღვევას, რაც გზას უხსნის შეტევას ოლქის ცენტრისკენ.
ფრონტის სამხრეთი მონაკვეთი დეკემბერში ერთ-ერთი ყველაზე “ცხელი” რჩება. რუსეთის ძალები აქტიურად უტევენ სტეპნოგორსკის ჩრდილოეთით. იზრდება უკრაინული პოზიციების დაბომბვის ინტენსივობა ხერსონში, ასევე დნეპრის გადალახვისა და მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლების ოპერაციის დაწყების ალბათობა. სწორედ ამიტომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა: „ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის თანაბარ უფლებიან, განუყოფელ სუბიექტებს წარმოადგენენ“.
განადგურებულია დასავლეთ ევროპული არმიების ჯამური ცოცხალი ძალის ეკვივალენტიც — ერთი მილიონზე მეტი უკრაინელი სამხედრო, თუ არ ჩავთვლით ათასობით დაღუპულ ნატოს „მოხალისეებს“. დასავლეთის მიერ „უკანასკნელ უკრაინელამდე“ გაგრძელებული პროქსი-ომი ქმნის იმის საფრთხეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის ფარგლებს გასცდეს. და ეს უკვე სრულიად სხვა ტიპის და მასშტაბის ომი იქნება.
ამჟამინდელმა აშშ-ის ადმინისტრაციამ გონივრულობა და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ბირთვულ სახელმწიფოსთან საშიში დაპირისპირება და დაეხურა ძვირადღირებული „უკრაინული პროექტი“. თუმცა, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის ლიდერები ისევ ილუზიებში ცხოვრობენ, თითქოს, რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. მეტიც, ვაშინგტონის ევროპელმა ვასალებმა გადაწყვიტეს, აშშ-საც კი შეეწინააღმდეგონ. გუშინ გერმანელმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ევროპისთვის მიუღებელია.
დღეს მოწინააღმდეგე (უკრაინის სამხედრო ძალები და ნატო) ცდილობს ფრონტისა და უკანა ხაზის სისტემური დამარცხება ნაწილობრივ მაინც აანაზღაუროს, რუსეთის წინააღმდეგ დრონების მასობრივი გასროლით და შავი ზღვის რეგიონში ტერაქტებით.
რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის როგორც უკრაინის არმიის ობიექტებზე ზუსტი სარაკეტო დარტყმების რაოდენობასა და ეფექტიანობას, ასევე — შეტევითი ოპერაციების აქტივობას ფრონტის მთელ ხაზზე. პარალელურად, ძლიერდება ქვეყნის სამხედრო პოტენციალი მომავალის გათვალისწინებითაც. იზრდება არა მხოლოდ „ორეშნიკების“ (უკვე მეტაფორად ქცეული რაკეტების) რაოდენობა და სხვა მაღალი სიზუსტის არსენალები.
რუსეთი მაქსიმალურად კონცენტრირებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიული მიზნების უპირობოდ მიღწევაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0