https://sputnik-georgia.com/20251211/ra-ganixila-saqartvelos-premierma-turqmenetis-prezidenttan-296152634.html
რა განიხილა საქართველოს პრემიერმა თურქმენეთის პრეზიდენტთან
რა განიხილა საქართველოს პრემიერმა თურქმენეთის პრეზიდენტთან
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას. 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T20:51+0400
2025-12-11T20:51+0400
2025-12-11T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქმენეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/07/292408349_0:119:2048:1271_1920x0_80_0_0_b11ca80e888eaa9af5f8a43757741091.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დღეს ქართულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების გარდა დაგეგმილია მთავრობის მეთაურის მონაწილეობა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას. მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებს შორის საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელთან შედარებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 19,7%-ით შემცირდა.
საქართველო
თურქმენეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/07/292408349_98:0:1951:1390_1920x0_80_0_0_6ac6fc0b7b80da66d2748f96545f41d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რა განიხილა საქართველოს პრემიერმა თურქმენეთის პრეზიდენტთან
20:51 11.12.2025 (განახლებულია: 22:33 11.12.2025) პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დღეს ქართულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების გარდა დაგეგმილია მთავრობის მეთაურის მონაწილეობა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებს შორის საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.
„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. ჩვენი საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გააქტიურებაზე“, – დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელთან შედარებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 19,7%-ით შემცირდა.