https://sputnik-georgia.com/20251211/evropis-partiam-saqartevlos-kritikas-upasuxa-296152469.html
ევროპის პარტიამ (ALDE) საქართველოს კრიტიკას უპასუხა
ევროპის პარტიამ (ALDE) საქართველოს კრიტიკას უპასუხა
Sputnik საქართველო
ელისაშვილის ტერაქტის მცდელობისთვის დაკავების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ოთხი პოსტი ატვირთა ელისაშვილის დაგმობის მოწოდებით, რადგან პარტია „ლელო ... 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T20:18+0400
2025-12-11T20:18+0400
2025-12-11T20:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_36785ccedb5853b32043314db77dfd8d.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კრიტიკას უპასუხა და პარტია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ ტერაქტის მცდელობა დაგმო.ელისაშვილის ტერაქტის მცდელობისთვის დაკავების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ოთხი პოსტი ატვირთა ელისაშვილის დაგმობის მოწოდებით, რადგან პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ ALDE-ს შემადგენლობაში შედის.ელისაშვილისისთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოთხოვეს „ლელოს“ მისი გარიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარტია „ტერორისტების მხარდამჭერი ორგანიზაცია“ გახდება. პარტია ელისაშვილის გარიცხვაზე უარს აცხადებს.ელისაშვილის საქმეგამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.ელისაშვილისთვის ხელის შეშლა სასამართლოს სამმა მანდატურმა სცადა, რომლებსაც პოლიტიკოსი 5-6 წუთის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა, შემდეგ ის გაანეიტრალეს და დააკავეს.ელისაშვილმა ბრალი აღიარა. ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ნანობს, რომ შენობის დაწვა ვერ მოახერხა.30 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალდება სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 10-დან 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_1fe2f49e1508caa5ea8be56360e38904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ევროპა
ევროპის პარტიამ (ALDE) საქართველოს კრიტიკას უპასუხა
ელისაშვილის ტერაქტის მცდელობისთვის დაკავების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ოთხი პოსტი ატვირთა ელისაშვილის დაგმობის მოწოდებით, რადგან პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ ALDE-ს შემადგენლობაში შედის.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კრიტიკას უპასუხა და პარტია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ ტერაქტის მცდელობა დაგმო.
ელისაშვილის ტერაქტის მცდელობისთვის დაკავების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ოთხი პოსტი ატვირთა ელისაშვილის დაგმობის მოწოდებით, რადგან პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ ALDE-ს შემადგენლობაში შედის.
„რა თქმა უნდა, პარტია „ალდე“ არ ამართლებს ამ ქმედებებს, ეს თავისთავად ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს ვამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – აღნიშნავს პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ (ALDE).
ელისაშვილისისთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოთხოვეს „ლელოს“ მისი გარიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარტია „ტერორისტების მხარდამჭერი ორგანიზაცია“ გახდება. პარტია ელისაშვილის გარიცხვაზე უარს აცხადებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
ელისაშვილისთვის ხელის შეშლა სასამართლოს სამმა მანდატურმა სცადა, რომლებსაც პოლიტიკოსი 5-6 წუთის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა, შემდეგ ის გაანეიტრალეს და დააკავეს.
ელისაშვილმა ბრალი აღიარა. ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ნანობს, რომ შენობის დაწვა ვერ მოახერხა.
30 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალდება სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 10-დან 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.