https://sputnik-georgia.com/20251211/evropa-tavis-rirebulebebs-kargavs-yavelasvili-ass-is-gafrtxilebaze-evrokavsiris-mimart-296147040.html
ევროპა თავის ღირებულებებს კარგავს: ყაველაშვილი აშშ-ის გაფრთხილებაზე ევროკავშირის მიმართ
ევროპა თავის ღირებულებებს კარგავს: ყაველაშვილი აშშ-ის გაფრთხილებაზე ევროკავშირის მიმართ
Sputnik საქართველო
სტრატეგიაში ასახულია ევროპული ბიუროკრატიის წინაშე მდგომი პრობლემების ფართო სპექტრი, განაცხადა პრეზიდენტმა 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T14:19+0400
2025-12-11T14:19+0400
2025-12-11T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
დონალდ ტრამპი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043955_0:72:1364:839_1920x0_80_0_0_78ea410b0c3f56905430f516696ac66e.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. ამჟამინდელი კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ევროპას და ევროპულ ღირებულებებს გაქრობა ემუქრება - სწორედ ამაზე მიუთითებდა ქართული მხარე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპელ პარტნიორებს და ახლა ეს პირდაპირ არის ნათქვამი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.5 დეკემბერს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია, რომელშიც აღნიშნულია უთანხმოება ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელთან, რომლებსაც, ვაშინგტონის შეფასებით, არარეალური მოლოდინები აქვთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირში ჭარბი რეგულირების, მასობრივი იმიგრაციის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემები.აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე განსახილველი თემაა, რადგან, ყაველაშვილის თქმით, დოკუმენტში ყველა საკვანძო მიმართულებაზე პრინციპულად ახლებური მიდგომებია ასახული. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გაფრთხილება ევროკავშირის მიმართ იმაზე უფრო მკაცრად არის ფორმულირებული, ვიდრე ეს ადრე მომხდარა.პრეზიდენტის თქმით, სტრატეგიაში ასახულია ევროპული ბიუროკრატიის წინაშე მდგომი პრობლემების ფართო სპექტრი: პოლიტიკური კრიზისი, მიგრაციის თემა, იდენტობის საკითხი, ეროვნული ინტერესები, რაც მთავარია ეკონომიკა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ 25%-დან 14%-ზე ჩამოვიდა, მთავრობის კრიზისები, ხალხის მიერ პოლიტიკოსების ლეგიტიმაცია და სხვა საკმაოდ საგანგაშო საკითხები.მისივე თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი არ არის სპონტანური მიმართვა ევროკავშირის მიმართ, არამედ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, თუ რა პრობლემის წინაშეა ამერიკის დღევანდელი შეხედულებით ევროკავშირი.ახალი სტრატეგია ასახავს აშშ-ს განახლებულ მიდგომებს გლობალური უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი შეერთებული შტატების ძირეულ ინტერესებში შედის და რომ ამერიკული პოლიტიკა ევროპაში, პირველ რიგში, რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენას გულისხმობს.POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ მართული ქვეყნების „გახრწნილი“ ჯგუფი უწოდა. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეები მიგრაციის კონტროლისა და რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების უუნარობის გამო. მან ასევე მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას კონტინენტის მომავლის შესახებ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043955_0:0:1364:1023_1920x0_80_0_0_49051b96c59cc3b8ab73cc3a78595153.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროპა თავის ღირებულებებს კარგავს: ყაველაშვილი აშშ-ის გაფრთხილებაზე ევროკავშირის მიმართ
სტრატეგიაში ასახულია ევროპული ბიუროკრატიის წინაშე მდგომი პრობლემების ფართო სპექტრი, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. ამჟამინდელი კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ევროპას და ევროპულ ღირებულებებს გაქრობა ემუქრება - სწორედ ამაზე მიუთითებდა ქართული მხარე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპელ პარტნიორებს და ახლა ეს პირდაპირ არის ნათქვამი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
5 დეკემბერს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია, რომელშიც აღნიშნულია უთანხმოება ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელთან, რომლებსაც, ვაშინგტონის შეფასებით, არარეალური მოლოდინები აქვთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირში ჭარბი რეგულირების, მასობრივი იმიგრაციის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემები.
„ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის. ევროპა განსხვავებულია, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში აშშ. ასეთი მკაცრები ჩვენ არ ვყოფილვართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე განსახილველი თემაა, რადგან, ყაველაშვილის თქმით, დოკუმენტში ყველა საკვანძო მიმართულებაზე პრინციპულად ახლებური მიდგომებია ასახული. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გაფრთხილება ევროკავშირის მიმართ იმაზე უფრო მკაცრად არის ფორმულირებული, ვიდრე ეს ადრე მომხდარა.
პრეზიდენტის თქმით, სტრატეგიაში ასახულია ევროპული ბიუროკრატიის წინაშე მდგომი პრობლემების ფართო სპექტრი: პოლიტიკური კრიზისი, მიგრაციის თემა, იდენტობის საკითხი, ეროვნული ინტერესები, რაც მთავარია ეკონომიკა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ 25%-დან 14%-ზე ჩამოვიდა, მთავრობის კრიზისები, ხალხის მიერ პოლიტიკოსების ლეგიტიმაცია და სხვა საკმაოდ საგანგაშო საკითხები.
„რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ეროვნულ ინტერესზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება - ზუსტად იგივე მოცემულობებია ამერიკის თვალსაზრისით. შიდა პოლიტიკის თემები, ინდუსტრიალიზაცია, კრიმინალთან ბრძოლა, ეროვნული ინტერესი, ეკონომიკის საკითხები - ეს ის თემებია, რაშიც ჩვენ თანხვედრაში ვართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი არ არის სპონტანური მიმართვა ევროკავშირის მიმართ, არამედ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, თუ რა პრობლემის წინაშეა ამერიკის დღევანდელი შეხედულებით ევროკავშირი.
ახალი სტრატეგია ასახავს აშშ-ს განახლებულ მიდგომებს გლობალური უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი შეერთებული შტატების ძირეულ ინტერესებში შედის და რომ ამერიკული პოლიტიკა ევროპაში, პირველ რიგში, რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენას გულისხმობს.
POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ მართული ქვეყნების „გახრწნილი“ ჯგუფი უწოდა. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეები მიგრაციის კონტროლისა და რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების უუნარობის გამო. მან ასევე მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას კონტინენტის მომავლის შესახებ.