https://sputnik-georgia.com/20251210/zamtris-axalgazrduli-banakebis-programebze-registracia-daiwyo-296134413.html
თბილისის მერია: ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის მერია: ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 2 ათასამდე ახალგაზრდა. 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T17:00+0400
2025-12-10T17:00+0400
2025-12-10T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე.ზამთრის ბანაკების პროგრამა მოიცავს ბანაკებს 10 სხვადასხვა მიმართულებით: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები, რობოტიკა, კინოხელოვნება, ინგლისური ენა, თხილამურის დაუფლების სკოლა, დებატები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდები, საჯარო მართვა, ემოციური ინტელექტი, ხის მხატვრული დამუშავება, სამაგიდო თამაშების შექმნა და სხვა. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული ინიციატივით. „მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ტიპის ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. ახალგაზრდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია ვებგვერდზე - youthtbilisi.ge. პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 2 ათასამდე ახალგაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია: ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 2 ათასამდე ახალგაზრდა.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე.
ზამთრის ბანაკების პროგრამა მოიცავს ბანაკებს 10 სხვადასხვა მიმართულებით: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები, რობოტიკა, კინოხელოვნება, ინგლისური ენა, თხილამურის დაუფლების სკოლა, დებატები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდები, საჯარო მართვა, ემოციური ინტელექტი, ხის მხატვრული დამუშავება, სამაგიდო თამაშების შექმნა და სხვა.
„პარალელურად, მოეწყობა შემეცნებითი გასვლითი ტურები საქართველოს ისტორიულ ადგილებში. პროგრამა ჯამურად 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 ათასამდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, შეიძინონ ახალი მეგობრები, ისწავლონ საინტერესო საქმე და დაისვენონ პროდუქტიულად“, - აღნიშნა ალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული ინიციატივით.
„მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ტიპის ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ახალგაზრდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია ვებგვერდზე - youthtbilisi.ge.
პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 2 ათასამდე ახალგაზრდა.