https://sputnik-georgia.com/20251210/walebnjixa-iuventusis-akademiis-mwvrtnels-manqana-daejaxa-296137576.html
წალენჯიხა „იუვენტუსის“ აკადემიის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ ავტომობილი დაეჯახა
წალენჯიხა „იუვენტუსის“ აკადემიის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ ავტომობილი დაეჯახა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან კვარაცხელიას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T14:42+0400
2025-12-10T14:42+0400
2025-12-10T14:42+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
სპორტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394057_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_79d85280f4c83fa5ef8f722a3c3ccf91.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. წალენჯიხა „იუვენტუსის“ მწვრთნელ ლევან კვარაცხელიას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში გუშინ, საღამოს მოხდა. „რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო“, - წერენ სოციალურ ქსელში. დაშავებული თავდაპირველად წალენჯიხის საავადმყოფოში, შემდეგ კი ზუგდიდში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. წალენჯიხაში „იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემია 2024 წელს გაიხსნა. აკადემიაში დაახლოებით 100 ბავშვი ვარჯიშობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394057_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_bb303d970126d7a352a00011dde7c7c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, სპორტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, სპორტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
წალენჯიხა „იუვენტუსის“ აკადემიის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ ავტომობილი დაეჯახა
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან კვარაცხელიას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. წალენჯიხა „იუვენტუსის“ მწვრთნელ ლევან კვარაცხელიას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში გუშინ, საღამოს მოხდა.
„რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
დაშავებული თავდაპირველად წალენჯიხის საავადმყოფოში, შემდეგ კი ზუგდიდში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს.
წალენჯიხაში „იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემია 2024 წელს გაიხსნა. აკადემიაში დაახლოებით 100 ბავშვი ვარჯიშობს.