https://sputnik-georgia.com/20251210/parlamentma-shekrebisa-da-manipestaciis-shesaxeb-kanonshi-cvlilebebi-daamtkica-296143200.html
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
Sputnik საქართველო
თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი იქნება, სატრანსპორტო მიმართულებებისა და ტროტუარების გადაკეტვა კანონიერად ჩაითვლება. 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T19:43+0400
2025-12-10T19:43+0400
2025-12-10T19:43+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0a/294876951_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_9f585a4254678f68deff43e1552e07d8.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება.საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79-მა (9 წინააღმდეგი) დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, აქციის ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან აქციის გამართვის დღემდე ხუთი დღით ადრე წერილობით გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი იქნება, სატრანსპორტო მიმართულებებისა და ტროტუარების გადაკეტვა კანონიერად ჩაითვლება.გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება, აქციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლაგეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას და ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შსს-ის მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე აქციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მმაინც იმ ადგილას შეიკრიბებიან, აქციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.ამასთან, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას მასობრივად გადაკეტავენ, შსს მათ გააფრთხილებს -15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ კანონდარღვევა აღკვეთონ, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლება, მთლიანად აქცია კანონგარეშედ ჩაითვლება.შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს გაფრთხილება გზებისა და ქვეითებისთვის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ, ასევე გამოაქვეყნოს ალტერნატიული ადგილმდებარეობა აქციის ჩასატარებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0a/294876951_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_08ac8e18c5710dd691748fefb963605d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი იქნება, სატრანსპორტო მიმართულებებისა და ტროტუარების გადაკეტვა კანონიერად ჩაითვლება.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება.
საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79-მა (9 წინააღმდეგი) დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, აქციის ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან აქციის გამართვის დღემდე ხუთი დღით ადრე წერილობით გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.
იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი იქნება, სატრანსპორტო მიმართულებებისა და ტროტუარების გადაკეტვა კანონიერად ჩაითვლება.
გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება, აქციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლაგეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას და ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.
თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შსს-ის მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე აქციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მმაინც იმ ადგილას შეიკრიბებიან, აქციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას მასობრივად გადაკეტავენ, შსს მათ გააფრთხილებს -15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ კანონდარღვევა აღკვეთონ, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლება, მთლიანად აქცია კანონგარეშედ ჩაითვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს გაფრთხილება გზებისა და ქვეითებისთვის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ, ასევე გამოაქვეყნოს ალტერნატიული ადგილმდებარეობა აქციის ჩასატარებლად.