მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრემლი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობით

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2025
გამოწერა
9 დეკემბრის საღამოს, ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა და­თან­ხმდეს რუ­სეთ­თან ენერ­გე­ტი­კულ ზავს.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. კრემლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის მიზანია უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და არა დროებითი ზავი, ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „ენერგეტიკული ზავის“ მზადყოფნის შესახებ, იუწყება РИА Новости.
როგორც მან აღნიშნა, ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე უკრაინაში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა მოსკოვისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს.
თუმცა, მისი თქმით, მოსკოვმა ჯერ ვერ მოასწრო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადების ვაშინგტონთან განხილვა. ამასთან, აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიდი ხანია საუბრობს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.
9 დეკემბრის საღამოს, ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა და­თან­ხმდეს რუ­სეთ­თან ენერ­გე­ტი­კულ ზავს. უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვე­ყა­ნა მზა­დაა ორ-სამ თვე­ში ჩა­ა­ტა­როს არ­ჩევ­ნე­ბი (იმ პი­რო­ბით, რომ ხმის მი­ცე­მის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა). ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კი­ე­ვი აშშ-ს ოთხშა­ბათს წა­რუდ­გენს გა­ნახ­ლე­ბულ სამ­შვი­დო­ბო გეგ­მას.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს და უკრაინის მოქალაქეებს ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შეუძლია არჩევნებისთვის მომზადება, თუმცა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ სთხოვა.
ყველა ახალი ამბავი
0