https://sputnik-georgia.com/20251210/kaxetshi-ukanono-saxerxi-gamoavlines-296133827.html
კახეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს
კახეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T17:47+0400
2025-12-10T17:47+0400
2025-12-10T17:47+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275165943_0:65:1243:764_1920x0_80_0_0_edd3ae53a41ff96d296c9a9508e085ef.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში ახმეტასა და პანკისში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს.გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში კუსტარულად დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია, ჯამში, 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილი იქნება ახმეტის „საქმიან ეზოში“. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები,შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა. პანკისის ხეობაში სამართალდამრღვევს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული. მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულია წიფლის სახეობის ექვსი კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275165943_69:0:1174:829_1920x0_80_0_0_6dc313c9e85d9f5950b3d7b8cb65b0a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
კახეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში ახმეტასა და პანკისში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში კუსტარულად დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია, ჯამში, 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილი იქნება ახმეტის „საქმიან ეზოში“.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები,შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა.
პანკისის ხეობაში სამართალდამრღვევს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული. მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულია წიფლის სახეობის ექვსი კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.