https://sputnik-georgia.com/20251210/jvania-politikosi-romelsac-saqartvelos-istoriis-msvlelobis-shecvla-sheezlo-296123823.html
ზურაბ ჟვანია: პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო საქართველოს ისტორიის მსვლელობის შეცვლა - ვიდეო
ზურაბ ჟვანია: პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო საქართველოს ისტორიის მსვლელობის შეცვლა - ვიდეო
Sputnik საქართველო
1990-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" მონაწილე ზურაბ ჟვანია ქართულ პოლიტიკაში წლების განმავლობაში... 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T14:00+0400
2025-12-10T14:00+0400
2025-12-10T14:00+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0a/296132909_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_ceca2033192e9b69417765aa0c411110.jpg
ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში მან დააფუძნა „მწვანეთა მოძრაობა“, რომელიც მოგვიანებით პარტიად გარდაიქმნა. შემდგომ პერიოდში ჟვანია დიდი ხნის მანძილზე იყო შევარდნაძის გუნდის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე.2003 წელს კი ოპოზიციაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო შევარდნაძის პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოგდებაში. ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახდა, რომლის პრაგმატული ხელმძღვანელობითაც ქვეყანას განვითარება შეეძლო. მაგრამ 2005 წლის თებერვალში ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.ოფიციალური ვერსია („მხუთავი აირით მოწამვლა) შეიცავდა რიგ შეუსაბამობებსა და წინააღმდეგობებს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჟვანია, შესაძლოა, მოკლეს. გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი ვერ გასცა. იმ დროს არ განიხილებოდა ვერსია, რომ პრემიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, გაზით მოწამვლა კი დადგმული სცენა იყო. სააკაშვილის მთავრობამ თავის დროზე არ გამოაქვეყნა ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით FBI-ის ანგარიში. ამასთან, რიგი პოლიტიკოსები და ექსპერტები აგრძელებდნენ განცხადებების გაკეთებას შესაძლო მკვლელობის შესახებ.„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიება განახლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/0a/296132909_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_1f8e97c054d4686976aa48bccd9414c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, видео
ზურაბ ჟვანია: პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო საქართველოს ისტორიის მსვლელობის შეცვლა - ვიდეო
1990-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" მონაწილე ზურაბ ჟვანია ქართულ პოლიტიკაში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ავტორიტეტული ფიგურა იყო.
ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში მან დააფუძნა „მწვანეთა მოძრაობა“, რომელიც მოგვიანებით პარტიად გარდაიქმნა. შემდგომ პერიოდში ჟვანია დიდი ხნის მანძილზე იყო შევარდნაძის გუნდის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე.
2003 წელს კი ოპოზიციაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო შევარდნაძის პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოგდებაში. ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახდა, რომლის პრაგმატული ხელმძღვანელობითაც ქვეყანას განვითარება შეეძლო. მაგრამ 2005 წლის თებერვალში ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ოფიციალური ვერსია („მხუთავი აირით მოწამვლა) შეიცავდა რიგ შეუსაბამობებსა და წინააღმდეგობებს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჟვანია, შესაძლოა, მოკლეს. გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი ვერ გასცა. იმ დროს არ განიხილებოდა ვერსია, რომ პრემიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, გაზით მოწამვლა კი დადგმული სცენა იყო.
სააკაშვილის მთავრობამ თავის დროზე არ გამოაქვეყნა ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით FBI-ის ანგარიში. ამასთან, რიგი პოლიტიკოსები და ექსპერტები აგრძელებდნენ განცხადებების გაკეთებას შესაძლო მკვლელობის შესახებ.„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიება განახლდა.